ზურაბ ქადაგიძე "ISFED"ზე - რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და "დიდი ძმაკაცი" მოიყვანა საქმის გასარჩევად?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
680 19 აგვისტო 2022, 21:10
ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციების და რაც მთავარია, არანაირი ლეგიტიმაციის მქონე "NGO"-მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები, - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

 მისი თქმით, "ISFED" პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ ლობისტებთან, რომლებიც კონკრეტულ დავალებას აძლევენ. ბოლო ასეთი დავალება იყო ის საბოტაჟი, რასაც "ISFED" და მისი მეგობარი ორგანიზაციები "პვტ"-ის გაყალბებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებით, რადიკალური დღის წესრიგის პედალირებით ცდილობდნენ... 

 "ISFED" ის ორგანიზაცია არ არის, ტექნიკურ მთავრობას რომ ითხოვდა? რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და "დიდი ძმაკაცი" მოიყვანა საქმის გასარჩევად? ავტორიტეტული სამოქალაქო ორგანიზაციაო... ჯერ ერთი ვისთან აქვთ ავტორიტეტი, ლობისტებში? და მეორე - რომელ სამოქალაქო ორგანიზაციაზეა საუბარი რეიტინგი რომ პლინტუს დაბლა აქვს? არანაირი ლეგიტიმაცია, არანაირი ვალდებულება საზოგადოებასთან, მხოლოდ პასუხისმგებლობა ლობისტებთან,რომლებიც კონკრეტულ დავალებას აძლევენ.. ბოლო ასეთი დავალება იყო ის საბოტაჟი,რასაც "ISFED" და მისი მეგობარი ორგანიზაციები "პვტ"-ის გაყალბებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებით, რადიკალური დღის წესრიგის პედალირებით ცდილობდნენ... ასე,რომ ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციებს და რაც მთავარია არანაირი ლეგიტიმაციის მქონე "NGO"- მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები...“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი