დავით ქართველიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: ღალატი და საბჭოურობაა, როდესც წაგებული ომის შემდეგ, დედაშენს რუსულ "თელასში" КГБ-ს იმ გენერალ-მაიორის საკურატოროში მოაწყობ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
655 24 აგვისტო 2022, 23:05
,ცოტა უცნაურ ვითარებაში მიწევს ამ ქალბატონთან ვირტუალური დიალოგი - მას შემდეგ, რაც მე მისი ოჯახის წევრის მაგალითზე, დეტალებში ავხსენი, რას ნიშნავს "ღალატი" და რას ნიშნავს "საბჭოური" მენტალობა - მან მე ფბ-ზე დამბლოკა,” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,ტაბულას”დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook სტატუს. 

როგორც ქართველიშვილი წერს, წინა ხელისუფლების დროს მიუხედავად იმისა, რომ ჩერგოლეიშვილის კანონით არ ეკუთვნოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურება, იგი მაინც სარგებლობდა. 

ქართველიშვილის თქმით, სწორედ ეს არის საბჭოური მენტალობა. 

ექსპერტი იხსენებს ფაქტს, როდესაც მისი დედა, ბოკერიას გადაწყვეტილებით  "თელასის" იმდროინდელ "სტაფში", КГБ-ს გენერალ-მაიორ ლევონ სტეფანიანის საკურატოროში მოაწყეს გარე სერვისის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 



,,ცოტა უცნაურ ვითარებაში მიწევს ამ ქალბატონთან ვირტუალური დიალოგი - მას შემდეგ, რაც მე მისი ოჯახის წევრის მაგალითზე, დეტალებში ავხსენი, რას ნიშნავს "ღალატი" და რას ნიშნავს "საბჭოური" მენტალობა - მან მე ფბ-ზე დამბლოკა. რა გაეწყობა, ილია ჭავჭავაძის ციტირების შემდეგ, მისგან ამ წინადადებას: "ღარიბაშვილი არის ანტიქართველი საბჭოთა მანქურთი" - რა თქმა უნდა, ვერ გავატარებდი. "ალავერდი" მიღებულია. მაშ ასე - ჩერგოლეიშვილი as femina sovetica. დავიწყოთ... 

მაგარი გოიმობა, შინაგანი კომპლექსები და "საბჭოურობაა", როდესაც მიშას დროს, შენს ქმარს - კანონით ეკუთვნოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურეობა, მაგრამ შენ - არა. მიუხედავად ამისა, 2007-2009 წ.წ. (განსაკუთრებით!) ამ სამსახურის ოპერატიული დანაყოფები დასდევდნენ თითოეულ მოქალაქეს, ვინც "სხვანაირად" შეხედავდა კაბრიოლეტში, ან სტომატოლოგიურ კლინიკაში მადამ ჩერგოლეიშვილს, რაზეც "ჩერეზ" დასაცავი პირი-ქმარი მოდიოდა მისგან ისტერიული მოთხოვნა: "იპოვეთ!", "დასაჯეთ!", "მიპატაკეთ!". არ ეკუთვნოდა, მაგრამ ს.დ.ს.ს.-ს ერთ დანაყოფს ამუშავებდა მაინც დასაცავი-ქმარი თავის საბჭოური კომპლექსებით გაჟღენთილ მეუღლეზე. 

ღალატის არომატის საბჭოურობაა, როდესაც ოკუპანტ რუსეთთან პროვოცირებული და წაგებული ომის შემდეგ, დასაცავ ქმარს სთხოვ, დედაჩემი, ანუ შენი სიდედრი, სადმე სარფიან ადგილას მომიწყე სამსახურში. და სხვა უკეთეს ადგილს რომ ვერ მონახავ - "თელასის" იმდროინდელ "სტაფში", КГБ-ს გენერალ-მაიორ ლევონ სტეფანიანის საკურატოროში რომ მოაწყობ გარე სერვისის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. იმ ლევონ ვლადიმეროვიჩ სტეფანიანის, რომელიც თბილისში "ინტერ რაო"-ს უშიშროების ბლოკის ხელმძღვანელის, ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ კუზნეცოვის რეკომენდაციით ჩამოვიდა. ეს არის ზუსტად - "საბჭოური მანქურთობა", ანტიქართველობა და ერის ღალატი. 

ჩემს მიერ ამ უტყუარი ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, ამხანაგმა ჩერგოლეიშვილმა ფბ-ზე დამბლოკა, რითაც ირიბად მოაწერა ხელი ინფორმაციის უტყუარობას და თავის femina sovetica-ს სტატუსს. მე მყოფნის იმდენი შეგნება, რომ არ შევეხო მისი საბჭოური მენტალობის განსახიერების სხვა მეტად საინტერესო დეტალებს - ეს ორი ძირითადიც საკმარისად მიმაჩნია.” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში
გია აბაშიძე „ტვ პირველს“: როდესაც აიათოლას აი თოლიასგან ვერ არჩევ, როდესაც ქალაქის სახელი და სასულიერო პირის რანგირება არ იცი - როგორ შეიძლება ნორმალურად მომიყვე გეოპოლიტიკური ამბები?
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
არქივი