დიმიტრი სამხარაძე ნოდარ ლადარიაზე: რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები. მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
671 03 სექტემბერი 2022, 15:42

რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები. მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

სამხარაძე ნოდარ ლადარიას ეხმიანება, რომლის აზრით, საქართველოს არასოდეს ჰყოლია ასეთი უვარგისი პოლიტიკური ოპოზიცია. ლადარიას მოსაზრებას როლანდ ახალაიაც ეთანხმება.

„რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები. მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. მიშას მმართველობის დროსაც კი, როცა წინა საუკუნის ოცდაჩვიდმეტიანი წლების ამაზრზენი მეთოდებით ებრძოდნენ და სამი მთლიანი დაფარვის კი არა, ერთი მსგავსი ტელევიზიაც კი არ ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას, რაც დღეს აქვთ. სააგენტოებზე და სხვა მედიარესურსებზე, ფულზე, გარე ძალების მხარდაჭერაზე აღარაფერს ვამბობ (ნომრიანი აგენტები რომ იყვნენ, ეს აქამდეც ხომ ვიცოდით, ზოგი ორმაგიც).
და ამ ფონზე რომ მაინც ასეთი გაბანძებული იქნები, უნდა დაიხურო ქუდი და გვერდზე გაიწიო. ცოტა შენზე უკეთესი მაინც გამოჩნდება ვინმე, ნიჭიერი ხალხის ქვეყანა ვართ. თქვენ სად შეიყარეთ ასე ყველა ერთნაირი“, - წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი