კრიმინალ კეზერაშვილთან პარტნიორობის აღიარებით, ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
526 25 სექტემბერი 2022, 12:06
პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე მინიმუმ იმას მაინც უნდა აკეთებდეს, რომ არ იტყუებოდეს ყოველ ნაბიჯზე. მთელი ორი თვე ხოშტარია იტყუებოდა თითქოს უკრაინელებს ხალხისგან მიღებული შემოწირულებებით ეხმარებოდა და ახლა ეტყობა აიძულეს ეღიარებინა ვისი ფულით აკეთებს ამას და ვინ არის მისი ფინანსური პარტნიორი, პატრონიც და კურატორიც, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიას ფეისბუქ-პოსტს.

„ისე მოსკოვიდან მიღებული მილიონებიც შეეძლო მოეხმარებინა უკრაინელი ლტოლვილებისთვის თუ მათი დახმარება უნდოდა, მაგრამ ხომ პოლიტიკური პიარისთვის სჭირდება ეს ყველაფერი და კეზერაშვილის ფულებით რატომაც არა! სხვათა შორის, ამ "აღიარებით" კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ თუ ვინმეა ოლიგარქი სწორედ კეზერაშვილი (ფლობს ტელევიზიებს, აფინანსებს პარტიებს და ა.შ.) კრიმინალ კეზერაშვილთან პარტნიორობის აღიარებით, ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა”, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი