ნანა კაკაბაძე: დისიდენტების მიმართ არც მორალური და არც არანაირი ყურადღება აშშ-ს საელჩოს არასოდეს გამოუჩენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
592 28 სექტემბერი 2022, 10:39

საბჭოთა სისტემას მილიონები ემონებოდნენ და ერთეულები ებრძოდნენ. ამ ადამიანებს „დისიდენტებს“, ანუ სხვაგვარად მოაზროვნეებს ეძახდნენ. თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებით თუ არალეგალურად მოქმედებით ეს ადამიანები ყველა შემთხვევაში საკუთარ თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებდნენ - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს მათი პრეტენზია არანაკლებ მიემართება აშშ-სა და წამყვანი ევროპული ქვეყნებისკენ, რომლებმაც ისევე მიატოვეს მათი ეს ბუნებრივი მოკავშირეები, როგორც ეს მოხდა შარშან ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ. მისივე თქმით რატომღაც არავის გახსენებია აშშ-ს ძველი ბუნებრივი მოკავშირეები - საბჭოთა პერიოდის დისიდენტები, რომელთა დიდმა ნაწილმა სიცოცხლე უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, ხოლო ცოცხლად დარჩენილთა ნაწილი ახლაც გაჭირვებაში ცხოვრობს.

„აშშ-ს საელჩოს საბჭოთა სისტემას მილიონები ემონებოდნენ და ერთეულები ებრძოდნენ. ებრძოდნენ ისე, როგორც შეეძლოთ - იატაკქვეშა ჯგუფების შექმნით, ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებით, სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებით (შიმშილობა, დემონსტრაციული დაუმორჩილებლობა, აკრძალული ლიტერატურის გავრცელება, საპროტესტო აქციის ორგანიზება). ეს იმ დროს, როდესაც საბჭოთა სისტემის მიერ ანტისაბჭოთა პროპაგანდად ითვლებოდა და სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა ისჯებოდა დასავლეთის რადიოსადგურების მოსმენაც და მათი შინაარსის გავრცელებაც. ამ ადამიანებს „დისიდენტებს“, ანუ სხვაგვარად მოაზროვნეებს ეძახდნენ. თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებით თუ არალეგალურად მოქმედებით ეს ადამიანები ყველა შემთხვევაში საკუთარ თავისუფლებას (ზოგჯერ სიცოცხლესაც) საფრთხის ქვეშ აყენებდნენ. ამით ისინი ამერიკული და ევროპული დემოკრატიის ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ და ხელს უწყობდნენ საბჭოთა სისტემის დასუსტებას.

სამწუხაროდ, საქართველოს არცერთ ხელისუფლებას სათანადოდ არ დაუფასებიათ ამ ადამიანების ღვაწლი, მაგრამ ჩვენი პრეტენზია არანაკლებ მიემართება აშშ-სა და წამყვანი ევროპული ქვეყნებისკენ, რომლებმაც ისევე მიატოვეს მათი ეს ბუნებრივი მოკავშირეები, როგორც ეს მოხდა შარშან ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ. აშშ-ს საელჩოს განცხადებით მათ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

ამ თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ აშშ-ს პარტნიორი ქართული ჯარის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის დაიხარჯა, თუმცა, რატომღაც არავის გახსენებია აშშ-ს ძველი ბუნებრივი მოკავშირეები - საბჭოთა პერიოდის დისიდენტები, რომელთა დიდმა ნაწილმა სიცოცხლე უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, ხოლო ცოცხლად დარჩენილთა ნაწილი ახლაც გაჭირვებაში ცხოვრობს. დისიდენტების მიმართ არც მორალური და არც არანაირი ყურადღება აშშ-ს საელჩოს არასოდეს გამოუჩენია.”- წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი