ედიშერ გვენეტაძე: მთელ საქართველოს ვულოცავ დიდი მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების 10 წლის იუბილეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 01 ოქტომბერი 2022, 12:23

მთელ საქართველოს ვულოცავ დიდი მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების 10 წლის იუბილეს. რომ არა ეს ლეგენდარული პიროვნება, დღეს უმეტესი ამ ქვეყნის მცხოვრებნი ან ციხეში, ან მიწაში იქნებოდა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ვისაც სურს დაინახოს შედეგები, ის სახეზეა - 10 წელი ქვეყანა უომრად, ირგვლივ ომი და საქართველოში მშვიდობა.

„მთელ საქართველოს ვულოცავ! დიდი მამულიშვილის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების 10 წლის იუბილეს! რომ არა ეს ლეგენდარული პიროვნება, დღეს უმეტესი ამ ქვეყნის მცხოვრებნი ან ციხეში, ან მიწაში იქნებოდა!
ვისაც სურს დაინახოს შედეგები ის სახეზეა! 10 წელი ქვეყანა უომრად! ირგვლივ ომი და საქართველოში მშვიდობა!
გადაჭედილი ქუჩები, კაფეები, რესტორნები, ბაღები, სკვერები... თავად „ნაცმოძრაობის“ დღემდე ძე შეცდენილ, გულუბრყვილო წევრებსა და მომხრეებს ვულოცავ ამ დიდ თარიღს!

გირჩევთ მიაფურთხოთ ეშმაკს, დატოვოთ ეგ უკვე ბოლომდე სატანური სექტის მეთაურები მარტო და ერთად ავაშენოთ ძლიერებისა და გამთლიანებას გზაზე შემდგარი ჩვენი სამშობლო- საქართველო!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი