ზაალ ანჯაფარიძე: „ქართულმა ოცნებამ“ 1 ოქტომბერს ხელისუფლებას 8 წლის მანძილზე დაპატრონებული ავანტიურისტები გაისტუმრა ხელისუფლებიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
536 01 ოქტომბერი 2022, 12:25

დღეს 1 ოქტომბერია, სიმბოლური და სამახსოვრო თარიღი ბევრი რამით. 10 წლის წინ საქართველოს საზოგადოებამ ბოლო მოუღო ქვეყანაში ავტოკრატიულ რეჟიმს. ხელისუფლებას 8 წლის მანძილზე დაპატრონებული ავანტიურისტები, როგორც საკუთარ თავს უწოდებდნენ „იდეური, თავზეხელაღებული“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ ერთი წლის წინ ამ დღეს აღმოჩნდა ციხეში იმ რეჟიმის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი და დღეს იგი ციხიდან წერილს იწერება, რომლის ყოველი სიტყვიდან სიყალბე ყვირის.

„დღეს 1 ოქტომბერია, სიმბოლური და სამახსოვრო თარიღი ბევრი რამით. 10 წლის წინ საქართველოს საზოგადოებამ ბოლო მოუღო ქვეყანაში ავტოკრატიულ რეჟიმს. ხელისუფლებას 8 წლის მანძილზე დაპატრონებული ავანტიურისტები, როგორც საკუთარ თავს უწოდებდნენ „იდეური, თავზეხელაღებული“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან.

სიმბოლურია, რომ სწორედ ერთი წლის წინ ამ დღეს აღმოჩნდა ციხეში იმ რეჟიმის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი და დღეს იგი ციხიდან წერილს იწერება, რომლის ყოველი სიტყვიდან სიყალბე ყვირის.

საკუთარ თავს ტყვეს უწოდებს, როდესაც კანონის ძალით არის დაპატიმრებული და გასამართლებული, თუნდაც საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გამო.

მთავარი შემდეგ იწყება, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს რომ თუკი ვინმეს შეიძლება ვუწოდოთ „უსამშობლო“ ერთ-ერთი სწორედ მიშა სააკაშვილია. ის აცხადებს რომ უკრაინაში ომი ქართველების სამამულო ომია(!?), რომ თურმე ახლა უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგეს „ჯავშანჟილეტით და ავტომატით,“ რატომღაც მას არ გასჩენია სურვილი 2008 წელს საქართველოს სამამულო ომის დროს ერთხელ მაინც გასულიყო თავის ქვეყნის მეომრებთან ფრონტის წინა ხაზზე. ალბათ იმიტომ რომ ეს ქვეყანა არასოდეს მიაჩნდა და არც ახლა მიაჩნია სამშობლოდ.

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები აღარ აინტერესებს.

სააკაშვილი რომ იტყვიან სააკაშვილად დარჩა და ახლაც მისთვის ჩვეულ ხრიკებს და მანევრებს მიმართავს, რომ როგორმე ციხიდან თავი დაიძვრინოს. ის აცხადებს რომ „საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები,“ ამით თითქოს გზავნილს უგზავნის ხელისუფლებას, რომ მზადაა ქართულ პოლიტიკას გაერიდოს.

ამავე დროს ფაქტობრივად წიხლს ჰკრავს მის პირმშოს - „ნაცმოძრაობას“ და ეუბნება კისერიც გიტეხიათო. ეტყობა ნაწყენია, რომ მის გასათავისუფლებლად „შეუძლებელი“ არ გააკეთეს. მოკლედ, ბელადმა პარტიას რომ იტყვიან „დაადო“ - ანჯაფარიძე წერს facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი