ვლადიმერ ბოჟაძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დაუბრუნა ხალხს იმედი და რწმენა, რომ სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შიშველი ხელით, კალმითა და ბიულეტენითაც შეიძლებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
661 01 ოქტომბერი 2022, 14:57
გამარჯვებიდან 10 წელი გავიდა, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების 10 წელი, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების 10 წელი, დემოკრატიის განვითარების და კონსოლიდაციის 10 წელი, ადამიანის უფლებების, ღირსების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის 10 წელი. ეს 10 წელი არ იყო იოლი, რადგან ამ წლებში ,,ნაციონალური მოძრაობა", მისი კონტროლირებადი მედია და სამოქალაო სექტორი, ახლა უკვე ოპოზიციიდან განაგრძობდა საქართველოს და ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას, ბრძოლას დედა ეკლესიის, ტრადიციების, ღირებულებების და კულტურის წინააღმდეგ - წერს თბილისისი საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დღეს ყველანი უკვე სულ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, უამრავი წარმატების და პრობლემის მქონე ქვეყანაში, მაგრამ ყველა მოქალაქემ იცის რომ სწორედ ადამიანია უმთავრესი ღირებულება და ,,ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის!

„დღეს 10 წელი გავიდა რაც საქართველოს მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არჩევნების გზით დაამარცხა მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმი, დაამარცხა და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. შეცვალა ხელისუფლება რომელმაც დაამყარა დიქტატურა: დევნიდა და ებრძოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, არბევდა და ანადგურებდა მისთვის მიუღებელ მედიას, ფაქტობრივად სრულად შეზღუდა სამოქალაქო სექტორი, წაართვა და მიისაკუთრა უამრავი ბიზნესი. 2005 წლიდან აქტიურად იბრძოდა მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგ, იბრძოდა კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, მაგრამ ,,ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ მოსახლეობას ებრძოდა ტერორით, დაპატიმრებით, ტყვიით: იჭერდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ბიზნესმენებს, აუპატიურებდა, აწამებდა და კლავდა ციხეში პატიმრებს, ქუჩაში ხვრეტდა ახალგაზრდებს, ებრძოდა დედა ეკლესიას და ყველაფერს ქართულს, სააკაშვილის სურვილების მიხედვით ცვლიდა კონსტიტუციას და კანონმდებლობას, აყალბებდა არჩევნებს და მიტაცებული ჰქონდა ხელისუფლება, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. ეს უთანასწორო და უიმედო ბრძოლა 2011 წლამდე გაგრძელდა და როცა ოპოზიცია იყო დასუსტებული, საზოგადოება დაშინებული და დაღლილი, სწორედ მაშინ გამოჩნდა იმედი, ადამიანი რომელმაც სასწორზე დადო საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, შემოიკრიბა თანამოაზრეები და დაუპირისპირდა რეჟიმს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დაუბრუნა ხალხს იმედი და რწმენა რომ სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შიშველი ხელით, კალმითა და ბიულეტენითაც შეიძლებოდა, სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიბრუნა ხალხმა ძალაუფლება და გაიმარჯვა მოძალადე რეჟიმზე. ამ გამარჯვებიდან 10 წელი გავიდა, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების 10 წელი, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების 10 წელი, დემოკრატიის განვითარების და კონსოლიდაციის 10 წელი, ადამიანის უფლებების, ღირსების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის 10 წელი. ეს 10 წელი არ იყო იოლი, რადგან ამ წლებში ,,ნაციონალური მოძრაობა", მისი კონტროლირებადი მედია და სამოქალაო სექტორი, ახლა უკვე ოპოზიციიდან განაგრძობდა საქართველოს და ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას, ბრძოლას დედა ეკლესიის, ტრადიციების, ღირებულებების და კულტურის წინააღმდეგ! დღეს ყველანი უკვე სულ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, უამრავი წარმატების და პრობლემის მქონე ქვეყანაში, მაგრამ ყველა მოქალაქემ იცის რომ სწორედ ადამიანია უმთავრესი ღირებულება და ,,ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის! ყველას გილოცავთ თავისუფლების, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების 10 წელს!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი