სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი წინსვლა ადეკვატურად აისახება დასაქმებისა და დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
594 11 ოქტომბერი 2022, 12:56

საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 2021 წელს 1304.5 ლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ Facebook-ზე ეკონომისტი სოსო არჩვაძე წერს.

მისივე თქმით, ზრდა დაფიქსირდა ეროვნული მეურნეობის ფაქტობრივად ყველა დარგში, რაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის სისტემურ და არა სეგმენტურ განვითარებას.

„აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში აღემატებოდა არასაწარმოო სექტორში ხელფასის ზრდას (შესაბამისად, +10.2% და +8.1%), რაც მიუთითებს სამეწარმეო სექტორის როლის ზრდაზე ქვეყნის ეროვნული პროდუქტის ფორმირებაში. პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ 2021 წელს 2020 წელთან შედარებით დასაქმებული ქალების ხელფასის ზრდამ 1.6 პუნქტით გადაუსწრო მამაკაცების საშუალო ხელფასის ზრდას (შესაბამისად, +10.8% და +9.2%). აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის ნიშნით მდგომარეობის გამოსწორებაზე მიუთითებს ქალების საშუალო ხელფასის მამაკაცების საშუალო ხელფასთან ჩამორჩენის თანდათან შემცირება.

- თუკი 2012 წელს სხვაობა აღნიშნულ მაჩვენებლებს შორის შეადგენდა 39.8 პროცენტს, 2021 წლისთვის იგი შემცირდა 31.4 პროცენტამდე.
საქართველოში მედიანური ხელფასი 900 ლარია, რაც საშუალო ხელფასის 69.0 პროცენტია. ამასთან, მისი ზრდის ტემპი საგრძნობლად უსწრებს საშუალო ხელფასის ზრდის ტემპს (შესაბამისად, 11.2% და 9.5%). იმავდროულად, იზრდება მედიანური ხელფასის თანაფარდობა საშუალო ხელფასთან (ბოლო 3 წლის მანძილზე თანაფარდობა გაიზარდა 3.5 პუნქტით). აღნიშნული გარემოებები - მედიანური ხელფასის უფრო სწრაფი ზრდა და მისი საშუალო ხელფასთან თანაფარდობის ამაღლება - ცალსახად უნდა ჩაითვალოს სერიოზულ წარმატებად შემოსავლების უთანაბრობის შემცირებაში.
2021 წლის შემდგომ პერიოდშიც - 2022 წელსაც, საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი წინსვლა ადეკვატურად აისახება დასაქმებისა და დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებაში. უახლესი, 2022 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წლის საშუალო დონესთან შედარებით გაიზარდა 46.9 ათასით (4.6%-ით), ხოლო საშუალო ანაზღაურება - ინფლაციაზე 1.7-ჯერ უფრო მაღალი ტემპით - 18.2 პროცენტით (1541.3 ლარამდე), რაც თვეზე გადაანგარიშებით დაქირავებით დასაქმებულების 72.3 მლნ. ლარით მეტ შემოსავალს ნიშნავს.
ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა ადეკვატურად აისახება მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და კეთილდღეობის ამაღლებაში, რაც ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს“, -წერს არჩვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი