1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
419 28 ოქტომბერი 2022, 15:52

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. ასევე, თუ ფიზიკურ პირს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის.

„ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის ელექტრონულად დეკლარირება შესაძლებელია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021 წლის დეკლარაციის წარდგენა. ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება.
ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. კითხვა-პასუხი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თინა ბოკუჩავა - გულდასაწყვეტია, როცა სააკაშვილი ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და შემდეგ სხვა კანდიდატს ასახელებს
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე: საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს
მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
ია დარახველიძე - მე კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ! - წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია
ტრამპი აცხადებს, რომ მის ძალაუფლებას ზღვარი არ აქვს
არქივი