ვლადიმერ ბოჟაძე: სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის შემოქმედის აკაკი ბობოხიძის ეს განცხადება ადასტურებს იმ სიმართლეს, რაც ყველამ ვიცოდით - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღესაც ეს სისხლისმსმელები იქნებოდნენ ხელისუფლებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
684 01 ნოემბერი 2022, 12:53

საზოგადოება მაშინაც და ახლაც ყველაზე კარგად ხედავს რეალობას, ერთმანეთისგან არჩევს დემოკრატიას და ავტორიტარიზმს, თავისუფლებას და მონობას, სამშობლოს სიყვარულს და მის სიძულვილს, სწორედ ამიტომაც ვერასდროს დაბრუნდებიან არჩევნების გზით ხელისუფლებაში ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა"- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას.

ბოჟაძის თქმით, შიდა და გარე მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!

„2004-2012 წლებში საქართველოში იყო ავტოკრატიული მმართველობა, ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო ავტოკრატიული რეჟიმი და მიხეილ სააკაშვილი იყო ავტოკრატი პრეზიდენტი, დაუნდობლად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, განსხვავებულ აზრს და მედიას, ატერორებდნენ და აკულაკებდნენ ბიზნესს, ებრძოდნენ ყველაფერს ქართულს: ტრადიციებს, ღირებულებებს, დედა ეკლესიას, უწმინდესს. ამაზე მაშინ მუდმივად საუბრობდა ოპოზიცია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი თავს ,,დემოკრატიის შუქურად" მიიჩნევდა, 2012 წლის შემდეგ არასდროს მოგვისმენია აღიარება, სინანული, ბოდიში, პირიქით ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ, ყველანაირი მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის, იმისთვის რომ ასჯერ უფრო მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეძლეს. სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის, იდეოლოგის, რეპრესიული რეჟიმის შემოქმედის აკაკი ბობოხიძის ეს განცხადება ადასტურებს იმ სიმართლეს რაც ყველამ ვიცოდით, სწორედ ამ სიმართლისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი და რომ არა ბიძინა ივანიშვილი დღესაც ეს სისხლისმსმელები იქნებოდნენ ხელისუფლებაში. საზოგადოება მაშინაც და ახლაც ყველაზე კარგად ხედავს რეალობას, ერთმანეთისგან არჩევს სიმართლეს და ტყუილს, დემოკრატიას და ავტორიტარიზმს, თავისუფლებას და მონობას, სამშობლოს სიყვარულს და მის სიძულვილს, სწორედ ამიტომაც ვერასდროს დაბრუნდებიან არჩევნების გზით ხელისუფლებაში ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები, სწორედ ამიტომ უნდათ ომი, ქაოსი, დესტაბილიზაცია, არეულობა და რევოლუცია, თუმცა ამას არ დაუშვებს არც ხალხი და არც ,,ქართული ოცნება“, შიდა და გარე მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი