ვლადიმერ ბოჟაძე - იქნებ გვიპასუხონ დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა რა უნდოდა პოლონელ სტუმარს კერძო ტერიტორიაზე და ვინ სთხოვა მისი დალაგება? სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
626 07 ნოემბერი 2022, 21:19
ომისა და ღალატის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტები და კეზერატვ აგრძელებენ ,,პერფორმანსებს". თურმე საქართველოში საკონცენტრაციო ბანაკი ყოფილა და მის ტერიტორიას არ ვალაგებთ. იქნებ გვიპასუხონ დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა რა უნდოდა პოლონელ სტუმარს კერძო ტერიტორიაზე და ვინ სთხოვა მისი დალაგება? - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს. 

 ვლადიმერ ბოჟაძე პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მალგოჟეტა გოშევსკას საქართველოში ვიზიტს ეხმიანება, რომლის ფარგლებში, ტვ „ფორმულას“ ინფორმაციით, იგი ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია დაასუფთავა. როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, 15 წლის წინ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბერი მოაწყო, დაარბია მოშიმშილეები, 3 ჯერ დაარბია მიტინგი და მიწასთან გაასწორა ტელეკომპანია ,,იმედი", საკონცენტრაციო ბანაკებზე უარესი მდგომარეობა იყო საპატიმროებში. 

 „ომისა და ღალატის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტები და კეზერატვ აგრძელებენ ,,პერფორმანსებს". თურმე საქართველოში საკონცენტრაციო ბანაკი ყოფილა და მის ტერიტორიას არ ვალაგებთ 15 წლის წინ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბერი მოაწყო, დაარბია მოშიმშილეები, 3 ჯერ დაარბია მიტინგი და მიწასთან გაასწორა ტელეკომპანია ,,იმედი", საკონცენტრაციო ბანაკებზე უარესი მდგომარეობა იყო საპატიმროებში, მაგრამ ქუთაისშიც თუ იყო რამე არ ვიცოდი. ახლა საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე: ბანაკი,სადაც პოლონელი ტყვეები 1945-1947 წწ პატიმრებთან ერთად იყვნენ განთავსებულნი, რამდენიმე სხვადასხვა შენობაში მდებარეობდა, მათ შორის ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ. ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია სხვადასხვა დროს, არაერთ საერთაშორისო სტუმარს მოუნახულებია, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკიდან, იგივე სტუმრები - ელჩიც და ვიცე სპიკერიც არაერთხელ ყოფილან. იქნებ გვიპასუხონ დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა, რა უნდოდა პოლონელ სტუმარს კერძო ტერიტორიაზე და ვინ სთხოვა მისი დალაგება? სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილია“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი