ლევან ნიკოლეიშვილი - პასუხი უფრო “ზევიდან” გვჭირდება, რამდენად ნორმალურად, უფრო სწორედ კი მეგობრულად მიაჩნიათ საქართველოში ძებნილ და ბრალდებულ კეზერაშვილთან კურტ ვოლკერის ალიანსი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
639 16 ნოემბერი 2022, 15:06
რას უნდა მივაწეროთ საკმაოდ ცნობილი ამერიკელი დიპლომატისა და პოლიტიკოსის კურტ ვოლკერის და ძებნილი და ბრალდებული კეზერაშვილი ერთგვარი ალიანსი?! დავიჯეროთ ამის შესახებ ოფიციალური ამერიკული სტრუქტურებმა არაფერია არ იციან თუ უბრალოდ სანამ რესპუბლიკელები გაძლიერდებიან აშშ-ს ხელისუფლებაში მანამდე ვიღაცები მაინც ცდილობენ უნიჭო სპექტაკლების დადგმა- მოსწრებას?! კითხვებს მინიმუმ პასუხები მაინც ჭირდება. ოღონდ, მოპასუხედ ელჩი კელი დეგნანი არ გამოდგება - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, მტერსაც და მოყვარესაც აუცილებლად უნდა შევახსენოთ, სააკაშვილიც ძებნილ და ბრალდებული გახლდათ, უკრაინის ხელისუფლება კი სხვადასხვა თანამდებობაზე ნიშნავდა.
„მსოფლიო, რომ ძალიან არეულია ამაზე უკვე არ ვდავობთ, დიდი ქვეყნები თუ დიდი მოთამაშეები შეცდომებს შეცდომებზე რომ უშვებენ ესეც ფაქტია. ყველამ თვის თავს უნდა მიხედოს, კი ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს მთლად ასეც არაა საქმე. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია, აგერ ევროკომისარი ვარჰეიც იყო ჩამოსული და პირდაპირ თქვა სამხრეთ კავკასიის პროდასავლური "კუნძული" და მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ევროპისკენ გამტარებელი საქართველო, დიახაც რომ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობასო. მაგრამ, ეს მაგრამ არის, რომელიც ხელისშემშლელ ფაქტორად, რომ გვევლინება ხოლმე...თუ ვინმე უნდა იყოს ჩვენს მერე, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციით დაინტერესებული, რა თქმა უნდა სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა მათი მხრიდან, სამწუხაროდ არამარტო „უცნაურ“ განცხადებებს ვაწყდებით, არამედ საპირისპირო ქმედებებსაც! სხვანაირად როგორ აიხსნება, რომ გარკვეული ამერიკელების მხრიდან პირდაპირ ხდება, საქართველოს ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების, და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების წახალისება?! რას უნდა მივაწეროთ საკმაოდ ცნობილი ამერიკელი დიპლომატისა და პოლიტიკოსის კურტ ვოლკერის და ძებნილი და ბრალდებული კეზერაშვილი ერთგვარი ალიანსი?! დავიჯეროთ ამის შესახებ ოფიციალური ამერიკული სტრუქტურებმა არაფერია არ იციან თუ უბრალოდ სანამ რესპუბლიკელები გაძლიერდებიან აშშ-ს ხელისუფლებაში მანამდე ვიღაცები მაინც ცდილობენ უნიჭო სპექტაკლების დადგმა- მოსწრებას?! კითხვებს მინიმუმ პასუხები მაინც ჭირდება. ოღონდ, მოპასუხედ ელჩი კელი დეგნანი არ გამოდგება-თუ იმას გავიხსენებთ, როგორ გაიკვირვა „ვინც რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას გთხოვთ რუსული „გრუ“-ს ნარატივით გესაუბრებათო,“ დავიჯეროთ უკრაინელი ოფიციალური პირების მოწოდებები მოსმენილი თუ არა ყურმოკრულიც არ ჰქონდა?! ტექნიკური მთავრობის მომხრე და არჩევნების მცდარი ციფრებით მოვაჭრე არასამთავრობო ორგანიზაციის ISFED-ს მის მიერ დაცვას თავი, რომ დავანებოთ.
პასუხი უფრო „ზევიდან“ გვჭირდება, რამდენად ნორმალურად, უფრო სწორედ კი მეგობრულად მიაჩნიათ საქართველოში ძებნილ და ბრალდებულ კეზერაშვილთან კურტ ვოლკერის ალიანსი? სამაგალითოდ კი ყველას, მტერსაც და მოყვარესაც აუცილებლად უნდა შევახსენოთ, სააკაშვილიც ძებნილ და ბრალდებული გახლდათ, უკრაინის ხელისუფლება კი სხვადასხვა თანამდებობაზე ნიშნავდა, საბოლოოდ კი საქართველოში შემოიპარა (თუ შემოაპარეს?!), დღეს კი ციხესა და საავადმყოფოს შორის „მოგზაურობს!“,- წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი