მზიურის პარკი ფართოვდება და 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია თბილისელებს უბრუნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 24 ნოემბერი 2022, 16:57

მზიურის პარკი ფართოვდება, 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადადის და თბილისელებს უბრუნდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა თბილისელებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივულოცო. მზიური ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი და მნიშვნელოვანი პარკია, რომლითაც ყველა თაობის ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს. ეს არის თბილისის მერის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ხვალ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ოფიციალურად დავადასტურებთ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მზიურის პარკი ერთ-ერთი თვალსაჩინო და განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის დასასვენებელი სივრცე გახდა. ადგილმონაცვლეობის შემდეგ კი, როდესაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, შემოერთებულ სივრცეში ახალი პროექტი განხორციელდება, რაც აღნიშნულ ტერიტორიას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
არქივი