უკრაინული მედია: დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომლის ექტრადირებასაც აშშ ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 25 ნოემბერი 2022, 19:16

უკრაინის პარლამენტში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომლის ექტრადირებასაც აშშ ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Українська правда ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ თავად დავით არახამია ვენაში ვიზიტსა და დმიტრო ფირტაშთან შეხვედრას ადასტურებს.

მისი თქმით, ფირტაშთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა მიკოლაივის ოლქში პორტების შესანარჩუნებლად, სადაც DF Group-ი ფლობს „ნიკა-ტერას“ პორტს, ასევე ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების გადაწყვეტის საკითხი“.

ფირტაში ამერიკელი გამომძიებლების მოთხოვნით ავსტრიაში 2014 წლის მარტში დააკავეს, მაგრამ 125 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ის აშშ-ში შესაძლო ექსტრადირებას აპროტესტებს.

აშშ ფირტაშს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოსაპოვებლად ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში ადანაშაულებს. ოლიგარქს აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და აქტივების კონფისკაცია ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი