ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი და კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი, რომ ეს ხალხი ძალიან საშიშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
557 27 ნოემბერი 2022, 11:29

ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი და კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი, რომ ეს ხალხი ძალიან საშიშია. ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები, რომლებიც ერთ ჯიბეში რუსულ რუბლებს აგროვებენ, შენ "რუსეთუმეობას" დაგაბრალებენ, სიტყვის თავისუფლებას ქადაგებენ და ყოველგვარ მიუღებელ აზრს ქოლავენ, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს ხალხი საშიშია არა მხოლოდ ეკლესიის და ქვეყნისათვის, თავიანთი თავისთვისაც კი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან რთულია ადამიანი ცხოვრობდე მსგავსი ბოღმით და ზიზღით.

„ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი და კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი, რომ ეს ხალხი ძალიან საშიშია. საშიშია არა მხოლოდ ეკლესიის და ჩვენი ქვეყნისათვის, საკუთრივ თავიანთი თავებისთვისაც კი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან რთულია ადამიანი ცხოვრობდე მსგავსი ბოღმით და ზიზღით. ის აუცილებლად მძიმე შედეგს გამოიღებს ადრე თუ გვიან. მე პირადად, ფსევდოლიბერალების აგრესიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს ხალხი, საბედნიეროდ, ძალიან ცოტაა. ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები, რომლებიც ერთ ჯიბეში რუსულ რუბლებს აგროვებენ, შენ "რუსეთუმეობას" დაგაბრალებენ, სიტყვის თავისუფლებას ქადაგებენ და ყოველგვარ მიუღებელ აზრს ქოლავენ... საბედნიეროდ, ჯერჯერობით ცოტანი არიან...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი