უკვე მეორე ექიმი ამბობს, რომ "მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი ." - ანუ, სააკაშვილი ვერ იტანს ციხის გარემოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
577 06 დეკემბერი 2022, 22:08
,,ხალხნო, წარმოიდგინეთ, ეს მცირერიცხოვანი პასიონარული და კარგად დაფინანსებული ჯგუფი რა დღეში ამყოფებს ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას და ყველას,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ექიმი თენგიზ წულაძის მიერ  მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ანჯაფარიძე წერს, უკვე მეორე ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილი ვერ ეგუება ციხის გარემოს და გაყვანილი უნდა იქნა სხვა გარემოში, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

,,ხალხნო, წარმოიდგინეთ, ეს მცირერიცხოვანი პასიონარული და კარგად დაფინანსებული ჯგუფი რა დღეში ამყოფებს ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას და ყველას. 

უკვე მეორე ექიმი ამბობს, რომ "მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი ." ანუ ვერ იტანს სააკაშვილი ციხის გარემოს. რამდენად შეიძლება ეს იქნას გამოყენებული ან მიღებული არგუმენტად? დამისახელეთ მსოფლიოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანი ვინც იტანს პატიმრობის გარემოს. ვერ იტანენ, მაგრამ ეგუებიან რადგანაც კანონი დაარღვიეს.

ანუ, უნდათ სიტუაციის დაყვანა რაღაც აბსურდის თეატრამდე, რომ ამ აბსურდის თეატრში მიაღწიონ მიშას ციხიდან გაყვანას,” - წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი