არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე სიგარეტს არ მოწევს - ეს შინაგანი აკრძალვა „გუგულის კანონამდეც“ არსებობდა და ამ წესს სავარაუდოდ თავკერძა ტიპების გარდა, ყველა ემორჩილებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
616 13 დეკემბერი 2022, 12:33

ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტრო სიგარეტის შეზღუდვის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე (შენობაში კი არა - ტერიტორიაზე) სიგარეტს არ მოწევს.

„ნამდვილად არ ვაპირებ რაიმე დავწერო სიგარეტის მავნებლობაზე და არა აქვს მნიშვნელობა ჩვეულებრივი სიგარეტი იქნება, "მახორკა", ფრანგულ კონიაკში ოდნავ დასველებული სიგარა, თუ ელექტრო სიგარეტი.
არ ვაპირებ, თუნდაც იმიტომ რომ ყველამ იცის.

უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე (შენობაში კი არა - ტერიტორიაზე) სიგარეტს არ მოწევს. ეს შინაგანი აკრძალვა "გუგულის კანონამდეც" არსებობდა და ამ წესს სავარაუდოდ თავკერძა ტიპების გარდა ყველა ემორჩილებოდა“- წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი