ვლადიმერ ბოჟაძე გახარიას - გაიქეცი, გვიღალატე და კიდევ აქეთ გვემუქრები? შენი წილი პასუხი უკვე აგე, არსად პულსი აღარ გესინჯება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
522 23 დეკემბერი 2022, 19:01

კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, მერე მეორედ უღალატა გუნდს, ,,პოლიტიკაში დაბრუნდა" 43% ვერ უნდა გადალახოს ,,ქართულმა ოცნებამო", მერე დედაქალაქის მერობა მოინდომა და მიიღო თბილისელებისგან პასუხი! - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე წერს. 
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, გახარია თვეების განმავლობაში არ შეხვედრია თანაპარტიელებს, ძლივს შეხვდა და იქაც მმართველ გუნდზე და ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკა.

„კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, მერე მეორედ უღალატა გუნდს, ,,პოლიტიკაში დაბრუნდა" 43% ვერ უნდა გადალახოს ,,ქართულმა ოცნებამო", მერე დედაქალაქის მერობა მოინდომა და მიიღო თბილისელებისგან პასუხი! 
თვეების განმავლობაში არ შეხვედრია თანაპარტიელებს, ძლივს შეხვდა და იქაც მმართველ გუნდზე და ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკა: ყველას მოგეკითხებათო, პერსონალურად აგებთ პასუხსო, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდებაო და ა.შ. ხუხაშვილის მოტანილი ქსივით დასაქმებულო: ბიძინა ივანიშვილი და გუნდი გენდო, თანამდებობაზე დაგნიშნეს, ყველაზე საპასუხისმგებლო სამინისტროები ჩაგაბარეს, მერე პრემიერ-მინისტრად დაგნიშნეს, მერე გაიქეცი, გვიღალატე და კიდევ აქეთ გვემუქრები? შენ შენი წილი პასუხი უკვე აგე, ყველა კვლევაში NDI, IRI, GORBI არსად პულსი აღარ გესინჯება, 2.5% ცდომილების კვლევებში ხან 1% გაქვს და ხან 2% . 2024 წელს რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავ ბავშვმაც კი იცის უკვე“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი