ანდრია გვიდიანი: დღეს გახდა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი. როცა ის პრემიერი იყო და ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე, გახარიას არაერთხელ უთქვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან არანაირ ჩარევას ადგილი არ ჰქონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
573 23 დეკემბერი 2022, 19:18
,,დღეს საგულდაგულოდ გადამალული გახარია გამოამზეურეს და უტიფრობის ფესტივალი მოაწყობინეს. ზოგადად, არ მახსენდება ქართულ პოლიტიკაში ისეთი პერსონაჟი, რომელმაც გახარიას სისწრაფით მოახერხა რეიტინგის განულება,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გიორგი გახარიას განცხადებას.


როგორც გვიდიანი წერს, გახარია, როდესაც პრემიერი იყო და ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არაერთხელ უთქვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან არანაირ ჩარევას ადგილი არ ჰქონია.



,,დღეს საგულდაგულოდ გადამალული გახარია გამოამზეურეს და უტიფრობის ფესტივალი მოაწყობინეს. ზოგადად, არ მახსენდება ქართულ პოლიტიკაში ისეთი პერსონაჟი, რომელმაც გახარიას სისწრაფით მოახერხა რეიტინგის განულება. ამ კაცისგან მენტორული გამოხედვის და ერთი აწეული წარბის გარდა, არაფერი აღარ დარჩა - საერთოდ არაფერი. 

თურმე, დღეს გახდა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი. ანუ, როცა ის პრემიერი იყო და ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე, გახარიას არაერთხელ უთქვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან არანაირ ჩარევას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, უტიფრად ამტკიცებს, რომ მაინც და მაინც დღეს გახდა პოლიტიკიდან ოფიციალურად წასული ივანიშვილი არაფორმალური მმართველი. ეს ალოგიკურთან ერთად, დიდი უსინდისობაც არის, მაგრამ გახარიასგან არ არის გასაკვირი. 

კიდე აბდაუბდად ილაპარაკა რაღაც პასუხისმგებლობების პერსონიფიცირებაზე. კი, ამაში ვეთანხმები. ოღონდ - მშვიდობის და სტაბილურობის პასუხისმგებლობა პერსონიფიცირდება. და გადასარევად ჩანს ვინ იქნება ამ პერსონიფიცირების ადრესატი. ისე, სხვათა შორის მელიას გამო გადადგომაც და არეულობის შექმნის მცდელობაც პერსონიფიცირდება და ძალიანაც ნუ დაივიწყებს ამ ამბავს. 

თურმე საქართველო ევროპულ მომავალს კარგავს და თურმე აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ რაღაც "შესაძლებლობების ფანჯარა". რას ნიშნავს ეს შესაძლებლობების ფანჯარა, ომის დაწყებას?! თუ ამას არ ნიშნავს, მაშინ კონკრეტულად რას გულისხმობს "შესაძლებლობების ფანჯარაში"? 12 პუნქტიანი დავალების პირნათლად შესრულებას? რა არის "შესაძლებლობების ფანჯარა", იქნებ განმარტოს, ან დაწეროს, ან რამენაირად ნორმალურად გაგვაგებინოს,” - წერს გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი