ლევან ნიკოლეიშვილი ანდრო ბარნოვზე: სიების მიხედვით დალაგებული იქნება, ვის დაიჭერენ, ვის აწამებენ, ვის გადაასახლებენ, ვის კი პროფესიულ საქმიანობას აუკრძალავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 25 დეკემბერი 2022, 19:47

სიებს ვადგენთო, თქვეს რადიკალ-ნაციონალებმა, ჯერ ხატია დეკანოიძემ დააანონსა, ახლა ანდრო ბარნოვიც იმავეთი იმუქრება. სავარაუდოდ, ამ სიების მიხედვით, დალაგებული იქნება ვის დაიჭერენ, ვის აწამებენ, ვის გადაასახლებენ, ვის კი პროფესიულ საქმიანობას აუკრძალავენ. ახლა, არც სიკვდილით დასჯას არ მოერიდებიან, კონსტიტუციით კი არის გაუქმებული ეს მუხლი, თუმცა მათ მმართველობას თუ გავიხსენებთ, ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს ადამიანები საიქიოს გაესტუმრებინათ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ემუქრებიან ყველას, პატრიარქიდან დაწყებული რიგით მოქალაქემდე, ვინც 2012 წელს მათ უარი უთხრა ხელისუფლებაში ყოფნაზე.

„სიებს ვადგენთო, თქვეს რადიკალ-ნაციონალებმა, ჯერ ხატია დეკანოიძემ დააანონსა, ახლა ანდრო ბარნოვიც იმავეთი იმუქრება. სავარაუდოდ ამ სიების მიხედვით, დალაგებული იქნება ვის დაიჭერენ, ვის აწამებენ, ვის გადაასახლებენ, ვის კი პროფესიულ საქმიანობას აუკრძალავენ. ახლა, არც სიკვდილით დასჯას არ მოერიდებიან, კონსტიტუციით კი არის გაუქმებული ეს მუხლი, თუმცა მათ მმართველობას თუ გავიხსენებთ, ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს ადამიანები საიქიოს გაესტუმრებინათ.

1.რატომ ბედავენ ამდენს? იმიტომ, რომ სათანადოდ არ მიუღიათ პასუხი იმაზე რაც თავის დროზე ჩაიდინეს!
2. კონკრეტულად ვის ემუქრებიან? ყველას, ფაქტობრივად, პატრიარქიდან დაწყებული რიგით მოქალაქემდე, ანუ ყველას, ვინც 2012 წელს უარი უთხრა მათ ხელისუფლებაში ყოფნაზე!
3. რეალურად რამის თავი აქვთ? ზუსტად იმდენის, რამდენიც მათ ბელად სააკაშვილს, ჯერ მუქარის, მერე დიარიის, შეშინებულად ყოფნის, და შემდეგ ტირილის, გამიშვით, ხომ ხედავთ ავად ვარ და ვკვდებიო.

სააკაშვილი არ ვიცი, მაგრამ მისი მომხრე აგრესიული მიშისტები მართლა ავადა არიან, იმდენად ავად რომ მკურნალობას რამდენად ექვემდებარებიან არ ვიცი, მაგრამ მათთვის ძალაუფლების და ხელისუფლების მიცემა, რომ არაფრად არ შეიძლება ეს ნამდვილად ვიცი!

ესენი, ნავთით სავსე კასრზე ასანთით მოთამაშე სექტანტები არიან!“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი