ნაცმოძრაობის წევრი თეა თუთბერიძე: კვარაცხელიამ რაღაც ღლეობა ჩაწერა და ილია მეორეს რაღაც მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
702 30 დეკემბერი 2022, 10:54
“ხვიჩა კვარაცხელიამ რაღაც ღლეობა ჩაწერა და ილია მეორეს რაღაც მიულოცა გუშინ. ადგა ანანია გაჩეჩილაძე და ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივი დადო . აღეგძნო ღრუზინეთი  აღარ იციან რა ქნან,” - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს. 

 თუთბერიძე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავის მილოცვას ეხმიანება და აღნიშნავს, ამ ადამიანებს ჰგონიათ რომ ჩვენ ყველანი ვალდებულები ვათ ყველა ფეხბურთელი ან ე.წ. ვარსკვლავი მოგწონდეს, მათ შეხედულებებს ვიზიარებდეთ და არ გაქვს უფლება დავცინოთ თუ რამე სიშტერეს და დებილობას იტყვიან და ჩაიდენენ. 

 “საბჭოთა კავშირი კი დიდი ხნის წინ დაიშალა მაგრამ აი ღრუზინის ტვინში ისევ ცოცხლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ რაღაც ღლეობა ჩაწერა და ილია მეორეს რაღაც მიულოცა გუშინ. ადგა ანანია გაჩეჩილაძე და ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივი დადო . აღეგძნო ღრუზინეთი . აღარ იციან რა ქნან. გამოუჩნდათ საქმე. ითხოვენ დაარეპორტონ Facebook-ის ის გვერდი სადაც კვარაცხელიას გამოსახულებიანი პრეზერვატივია. კიდევ ღმერთმა უწყის რას აღარ ითხოვენ ალბათ, მაგრამ მე ამ მოთხოვნას წავაწყდი. ანუ ამ ადამიანებს ჰგონიათ რომ ჩვენ ყველანი ვალდებულები ვათ ყველა ფეხბურთელი ან ე.წ. ვარსკვლავი მოგწონდეს, მათ შეხედულებებს ვიზიარებდეთ და არ გაქვს უფლება დავცინოთ თუ რამე სიშტერეს და დებილობას იტყვიან და ჩაიდენენ ხო და სანამ თქვენ ტვინებში არ მოკვდება საბჭოთა აზროვნება, არ აქვს მნიშვნელობა ის დაიშალა თუ არა, მანამდე არც თქვენ არაფერი გეშველებათ და არც მაგ უბედურ ქვეყანას თქვენი და თქვენისთანების ხელში! P.S. მრავალ შობას და ახლა წელს ერო ჩემო, ტვინგამოცლილო და დამონებულო”, - წერს თუთბერიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი