ვატო შაქარიშვილი - ესეც თქვენი “გმირები!” “პატრიოტები,” რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
760 05 იანვარი 2023, 21:54
ესეც თქვენი “გმირები!” “პატრიოტები,” რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან… - წერს სოციალურ ქსელში „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინაში მებრძოლის მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით. 

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, საქართველოს განადგურებას აანონსებენ, ქვას ქვაზე არ დავტოვებთ და ნაცებს მაინც მოვიყვანთ ხელისუფლებაშიო.

„ესეც თქვენი “გმირები!” “პატრიოტები,” რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან…
საქართველოს განადგურებას აანონსებენ, ქვას-ქვაზე არ დავტოვებთ და ნაცებს მაინც მოვიყვანთ ხელისუფლებაშიო…
ჩამოდით, ჩამოდით…“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ გავრცელებულ ვიდეოში უკრაინაში მებრძოლი ამბობს - „კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს მიწასთან გავასწორებთ, თქვენთან ერთად გავასწორებთ მიწასთან, ასე კატოკივით გადაგივლით ყველას და მერე ხელახლა ავაშენებთ. აბა რა აზრი აქვს ახლა, თქვენ უნდა გერქვათ ქართველები?  და თქვენ საქართველოს დროშით უნდა დადიოდეთ, ჰიმნს უნდა  მღეროდეთ, პასპორტებში ქართული უნდა გეწეროთ?“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი