ლევან ნიკოლეიშვილი: წლის დასაწყისში ქვეყანაში ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს - ეტკინა თუ არა საჯდომი ვანო მერაბიშვილს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
625 06 იანვარი 2023, 18:34

დიდი დილემის წინაშე დგას „ნაცმოძრაობა“ და მისი „ხერხემალ ვაითი“, ვანო მერაბიშვილი. ორ ცეცხლს შუაა და არ იცის როგორ მოიქცეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ვანო მერაბიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ მერაბიშვილი პოლიციაში მივა და განაცხადებს, რომ სცემეს, მაშინ ფაქტის აღიარება მოუწევს.

,,დიდი დილემის წინაშე დგას ნაცმოძრაობა და მისი „ხერხემალ ვაითი“, ვანო მერაბიშვილი. ორ ცეცხლს შუაა და არ იცის როგორ მოიქცეს. მივა პოლიციაში და იტყვის, ტკივილი განვიცადეო, რაც აუცილებელი პირობაა თავდამსხმელზე ბრალის წარსადგენად, მაშინ მოუწევს აღიაროს, რომ საჯდომი ეტკინა მას შემდეგ, რაც პანღური ამოსცხეს. თუ ამას არ გააკეთებს, საქმე დაიხურება და ის პანღურიც შერჩება საშვილიშვილოდ... აბა წარმოიდგინეთ, როგორია, კაცს რეჟიმის „ხერხემალს“ ეძახდნენ და ჩვენება უნდა მიცეს, უკანალი მეტკინაო. ასეა თუ ისე, საზოგადოების რეაქციებს რასაც ვაკვირდები, ალალია ის პანღური „ხერხემალ ვაითზე“, ყველა მის ამომპანღურებელს ლოცავს, წლის დასაწყისში კი ქვეყანაში ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს, - ეტკინა თუ არა საჯდომი ვანო მერაბიშვილს,” - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი