ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამბობს იმას რაც დაუწერეს და რისი თქმაც დაავალეს, მას მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
520 10 იანვარი 2023, 15:05

ამერიკელი გენერალი ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამბობს იმას რაც დაუწერეს და რისი თქმაც დაავალეს აბა სხვაგვარად მისი სიტყვები უბრალოდ გაჯიუტებული ბავშვის პოზიციას ჰგავს რომელიც რეალურ მდგომარეობას ვერ აფასებს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ვერ იგებს, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ბენ ჰოჯესის მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ.

„ამერიკელი გენერალი ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამბობს იმას რაც დაუწერეს და რისი თქმაც დაავალეს აბა სხვაგვარად მისი სიტყვები -"მიჭირს რამე დადებითის თქმა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო უკრაინის მხარეს, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩათრევის რისკებს, არამედ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს აყენებს" - უბრალოდ გაჯიუტებული ბავშვის პოზიციას ჰგავს რომელიც რეალურ მდგომარეობას ვერ აფასებს.

რეალობა ასეთია-უკრაინის ფოსტის „Ukrposhta”- ის ინფორმაციით, ფოსტის მეშვეობით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულების პრეპარატი, ტანსაცმელი) რაოდენობის მიხედვით, „საქართველოს ფოსტა“ 520 ტონაზე მეტი ტვირთით კვლავ პირველ ადგილზე.
ამ დროისთვის უკრაინული სექტორი თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 და სხვა საჯარო სკოლებშია გახსნილი, სადაც 2 ათასამდე უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვი. უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარების მიღება უფასოა!

ასევე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო მიღებულ დოკუმენტებთან მიერთებით უკრაინის გვერდითაა. ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურს ბენ ჰოჯესის მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ.

მინაწერი: 2022 წლის პირველ დეკემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი. ეს იყო ხაზგასმა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისა. სამწუხაროდ, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ოპოზიციურ მედიას არც კი გაუშუქებია, მაშინ როცა დიდი ინტერესი დაიმსახურა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდლის, გადამდგარი გენერლის ბენ ჰოჯესის საქართველოში ვიზიტმა, რომლის გაკეთებულ განცხადებებს დიდი სიამოვნებით უთმობენ საეთერო დროს.
მინაწერი: დღეს ის მამუკა ხაზარაძეს ხვდება.

სინამდვილეში რა დროს საქართველო და უკრაინაა, ხაზარაძის და მისი რეალური საუბრის თემა ბიზნეს ინტერესია...“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი