გია აბაშიძე: არ ენდოთ ჰოჯესის მცდარ „პროგნოზებს" უკრაინაში ომთან დაკავშირებით. უმჯობესია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს რეგულარულ ღია ანგარიშებს ანდა დასავლეთის სხვა გავლენიან ანალიტიკურ ცენტრებს დაეყრდნოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
623 10 იანვარი 2023, 15:48

„ნაცების" ერთ-ერთ სატელიტ NGO-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გაიმეორა გახუნებული „ნაცმესიჯბოქსი“. როცა იციან პენსიონერების ამგვარი გზავნილები, მაგიტომაც იწვევენ სააკაშვილის ომის პარტიის მარიონეტთა ღონისძიებებზე, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ არ უნდა ვენდოთ ჰოჯესის მცდარ „პროგნოზებს" უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

„საქართველოს პოლიტიკური კურსის შემფასებლებში უცხოელი მოქმედი მაღალჩინოსნების სიტყვა უფრო წონადია, ვიდრე მიკერძოებული ყოფილების. გავაკეთოთ მარტივი შედარება: „ნაცების" ერთ-ერთ სატელიტ NGO-ს [ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი] მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გაიმეორა გახუნებული „ნაცმესიჯბოქსი“: „არ მესმის, რატომ აკავშირებს საქართველოს მთავრობა საკუთარ თავს კრემლთან."

როცა იციან პენსიონერების ამგვარი გზავნილები, მაგიტომაც იწვევენ სააკაშვილის ომის პარტიის მარიონეტთა ღონისძიებებზე. ცნობისთვის, არ ენდოთ ჰოჯესის მცდარ „პროგნოზებს" უკრაინაში ომთან დაკავშირებით. უმჯობესია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს რეგულარულ ღია ანგარიშებს ანდა დასავლეთის სხვა გავლენიან ანალიტიკურ ცენტრებს დაეყრდნოთ.

გასული წლის დეკემბერში, თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი. ვიზიტისას მან აღნიშნა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში. ასე რომ, ეს გახლდათ ჩვენი შეხვედრის მიზანი, სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის განხილვა, რომელიც შესანიშნავად მიმდინარეობს.“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი