ედიშერ გვენეტაძე ბენ ჰოჯესზე - ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
613 10 იანვარი 2023, 16:18
ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული, არამედ, თავდაუზოგავად იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობის და საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური გადარჩენისათვის, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს და რაც უნდა თუ არ უნდა, უნდა თქვას! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არასასიამოვნო და გულსატკენია ამის მოსმენა იმ ქვეყნის თუნდაც გადამდგარი თანამდებობის პირისაგან, რომელიც თეთრზე შავს ამბობს და პირიქით-შავზე თეთრს. 

 „ძალიან კარგად იცის ამ ბატონმა ყველაფერი, ძალიან კარგად! მაგრამ....დაავალეს და ასე უნდა თქვას! ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველომ უკრაინას რა უპრეცედენტო სახის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და უწევს! ძალიან კარგად იცის ყველა საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებზე, ხელმოწერებზე პატარა საქართველო, რომ უკრაინის გვერდზე იდგა და დგას! ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველო საკუთარ მოქალაქეებს აკლებს და უკრაინელ ლტოლვილებს უნაწილებს! ძალიან კარგად იცის უკრაინის ხელისუფლება მიუხედავად ყოველივესი, როგორი უმადურია პატარა საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გაწეული დახმარებების! ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველო თავისი პოლიტგავლენებიდან და ეკონომიკიდან გამომდინარე მაქსიმალურს, რომ აკეთებს უკრაინისადმი! მაგრამ, როგორც გადამდგარს, როგორც არასამთავრობოს, დავალებიდან გამონდინარე ძალიან აწუხებს, როგორც ეტყობა აქ რატომ არ ვართ უფრო მეტად ჩაბმული ომში ! ძალიან კარგად იცის უკრაინის ხელისუფლება რამდენ პატარა საქართველოდან გაქცეულ კრიმინალს იპარავს და ხელისუფლებაში აწინაურებს! ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული არამედ, რომ იგი თავდაუზოგავად იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობის და საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური გარჩენისათვის, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს და რაც უნდა თუ არ უნდა, უნდა თქვას! ამის მოსმენა, ფრიად არასასიამოვნო და გულსატკენია იმ ქვეყნის თუნდაც გადამდგარი თანამდებობის პირისაგან, რომელიც თეთრზე შავს ამბობს და პირიქით-შავზე თეთრს! რომელიც ჩვენი პატარა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც უდიდესი დახმარებები გაგვიწია 1990-იან და შემდგომ წლებში, რომლის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და სამოქალაქო ღირებულებები სანიმუშო და მისაბაძია ჩვენთვის და რომლის დემოკრატიული იდეალების ასე სჯეროდა ჩემს თაობას!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი