„ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი: რუსი ჟურნალისტის სტატია სრული სიყალბე და ჭორაობაა. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო. მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
736 15 იანვარი 2023, 14:36
„რუსი ჟურნალისტის სტატია სრული სიყალბე და ჭორაობაა. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო! საბაჟო გამშვები პუნქტები პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციაში არიან,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ წერს. 


როგორც გვერდის მიერ არის აღნიშნული, რუსი ჟურნალისტის ჭორაობას კოორდინირებულად ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებადი მედია, რომლებმაც მყისვე აიტაცეს ყალბი სტატია და ყველა პლატფორმაზე განათავსეს.


"The New York Times" აქვეყნებს შეკვეთილ, დეზინფორმაციულ სტატიას საქართველოს შესახებ, რომელშიც რუსი ავტორი, ივან ნეჩეპურენკო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ჭორებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში. დეზინფორმაციის გასამყარებლად რუსი ავტორი წერს, რომ საქართველო - რუსეთის საზღვარზე ბევრი ტრაილერი დგას. 
რუსი ჟურნალისტის ჭორაობას კოორდინირებულად ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებადი მედია. მათ მყისვე აიტაცეს ყალბი სტატია და ყველა პლატფორმაზე განათავსეს. 
#სინამდვილეში, რუსი ჟურნალისტის სტატია სრული სიყალბე და ჭორაობაა. საქართველო მტკიცედ იცავს დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების პირობებს. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო! საბაჟო გამშვები პუნქტები პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციაში არიან. 
#სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ნაცმოძრაობისთვის დავალებების მიმცემების მიერ კოორდინირებული, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას. 
რაც შეეხება რუს ჟურნალისტს, ივან ნეჩეპურენკოს, ეს ადამიანი ცნობილია ყალბი დაკვეთილი სტატიების გავრცელებით. ზუსტად  ერთი წლის წინ მან გაავრცელა დეზინფორმაციული, შეკვეთილი სტატია ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე.
2016 წელს ნეჩეპურენკოს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რაც დასტურდება მისივე ინსტაგრამის გვერდიდან. ის აქვეყნებს ფოტოს, რომელიც აფხაზეთში ყოფნის დროს გადაიღო. 
გარდა ამისა, ღიად აფიქსირებს კრემლისადმი ლოიალურ განწყობას. ის საჯაროდ აღნიშნავს День Победы-ს წითელ მოედანზე.“- ნათქვამია Facebook-ის  გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი