კინზინგერმა არ იცის, რომ რუსეთს საქართველოში 15 წელია ელჩი არ ჰყავს, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
601 26 იანვარი 2023, 14:44

„ტრამპისა და რესპუბლიკელების მოღალატე, მტირალა (Fox News-ის მუდმივი შეფასება) ექს-კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოზე წერს: საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ასე ეხმაურება მემარცხენე CNN-ის ანალიტიკოსი კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს.

როგორც ჩანს, საკუთარ ყოფილ საარჩევნო ოლქში და ოჯახის მიერ შერისხული ადამი ვერც საერთაშორისო პოლიტიკაში ავლენს კომპეტენციას. კინზინგერმა არ იცის, რომ რუსეთს საქართველოში 15 წელია ელჩი არ ჰყავს, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია.

არა და ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო კონგრესში. თუმცა, „ნაცების" ლობისტობა არ ითვალისწინებს საკითხების სიღრმისეულ ცოდნას. მთავარია შეკვეთილი გზავნილის ტირაჟირება“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი