"დამირეკა ვინმე დიმიტრი ჩიქოვანმა და მითხრა, რომ პირადად ჩაგვხსნა 4 ადამიანი FB ადმინობიდან" - გიორგი გაბელია დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
608 01 თებერვალი 2023, 13:52

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი გაბელია დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. გაბელია სოციალურ ქსელში წერს, რომ 2012 წლიდან წალენჯიხის "ნაციონალური მოძრაობის" facebook გვერდს მართავდა, თუმცა ამის უფლება ჩამოართვეს.

"მომივიდა მეილზე მესიჯი, რომ ჩახსნილი ხარ ენმ-ს ადმინობიდან. 4 ადამიანი ვიყავით, ითხოვე ჩაგვხსნეს და ამის მერე მირეკავს დიმიტრი ჩიქოვანი და მეუბნება, რომ პირადად მე ჩაგხსენი ადმინობიდანო. როცა ვკითხე, რატომ-მეთქი, პარტიის საკუთრებაა და ესე გადავწყვიტეო. პარტიაში, როგორც გავიგე, არანაირი თანამდებობა არ უკავია და როგორც მითხრეს, არის ბატონი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა. 24 საათის არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ და უკვე წმენდაა. მთავარი დარტყმა იყო ამაზე, რომ რადგან ნიკა მელიას ვედექით გვერდში, მოხდა ასეთი რამ," - აცხადებს გიორგი გაბელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი