ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს, სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
664 02 თებერვალი 2023, 09:55

ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს. სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება, ამიტომ, ნუ ეწყინება ვაშაძის ტროიკას, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის „პრისოსკების” გარშემო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

მისი თქმით, იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდა არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ ჰყავდეს სპიკერად.

„ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს. სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება. ამიტომ ნუ ეწყინება ვაშაძის ტროიკას, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის „პრისოსკების” გარშემო.

იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდა არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ უნდა ჰყავდეს სპიკერად რომელიც ეთერ-ეთერ დაიარება და არჩევნების, ანუ ევროპისკენ სვლის ერთადერთი ინსტრუმენტის მნიშვნელობას აუქმებს. ანუ თქვენ ევროპისკენ არ მიდიხართ. ძალაუფლება გინდათ და ხალხს ევროპით ატყუებთ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook- ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი