მთელი ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი. ვისაც ჭკუა გაქვთ, შორს დადექით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
502 06 თებერვალი 2023, 10:10

ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული მარიონეტების თეატრი უნდა განადგურდეს, თავისუფლების დაცვა ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ტრულაილებს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„მთელი ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი.

ვისაც ჭკუა გაქვთ, შორს დადექით.

ვისაც ჭკუასთან ერთად, პატიოსნებაც გაქვთ და ქვეყანა გიყვართ, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები გააძლიერეთ.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის იყვნენ გონიერი და პატიოსანი ადამიანები, მაგრამ ისინი უტვინოებთან და უსინდისოებთან აგებდნენ შიდა კონკურენციას (ილია ჭავჭავაძე, აკაკი ბაქრაძე, ზურა ჭავჭავაძე …) და ეს ქვეყანას უკან ხევდა – მაჩანჩალობაში.

ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული მარიონეტების თეატრი უნდა განადგურდეს და პატიოსანმა და გონიერმა ხალხმა უნდა მოიგოს – თავისუფლების დაცვა ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ტრულაილებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი