იცოდეს ყველამ გუბაზებმა, აკიებმა და კიკუებმა - თქვენ არევაზე კი არა, იმაზე უნდა ოცნებობდეთ რომ არ არიოს, თორემ მერე რას აპირებთ?! სად გაიქცევით?! რომელ სოროში დაიმალებით?! მერე თქვენი პატრონი საელჩოები ვეღარ გიშველიან!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
586 06 თებერვალი 2023, 11:06

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე - ჩვენს ქვეყანას პირდაპირ, ღია ეთერებიდან ნაცები და მათი სატელიტები ომით ემუქრებიან, ხალხის ომით დაშინებას კი, ხელისუფლებას აბრალებენ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

შაქარიშვილის თქმით, უმძიმესი ვითარებაა ჩვენს გარშემო, ცეცხლი უკიდია ყველაფერს და სადაც ჯერ ცეცხლი არ არის, ნიადაგი მზადდება ამისათვის. ამ ფონზე, ეს ჩვენი პატარა და ძალიან მაგარი ქვეყანა ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას, იმყარებს სუვერენიტეტს, ვითარდება და მომავალ ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარ ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს!

„ცხადია მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იქნებოდა გუბაზის და ჩალაძის მხრიდან ომით მუქარები, რომ არ ვიცოდეთ ვინ დგას მათ უკან და მათი განცხადებები, რომ არ გვესმოდეს ბენ ჰოჯესის და ჯეფრი სილვერმანის აკომპანემენტის ფონზე. მერამდენედ, უკვე თვლა შეუძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე - ჩვენს ქვეყანას პირდაპირ, ღია ეთერებიდან ნაცები და მათი სატელიტები ომით ემუქრებიან, ხალხის ომით დაშინებას კი, ხელისუფლებას აბრალებენ!


უმძიმესი ვითარებაა ჩვენს გარშემო, ცეცხლი უკიდია ყველაფერს და სადაც ჯერ ცეცხლი არ არის, ნიადაგი მზადდება ამისათვის. პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისები, ყოფილ მოკავშირეებს შორის დაძაბული ურთიერთობები, უკრაინაში უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო ჯოჯოხეთური პერსპექტივა, რომელსაც უკვე ლიბერალური პროპაგანდის მანქანაც ვეღარ მალავს! ამ ფონზე, ეს ჩვენი პატარა და ძალიან მაგარი ქვეყანა ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას, იმყარებს სუვერენიტეტს, ვითარდება და მომავალ ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარ ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს!


სწორედ ამ ყველაფერს ვუფრთხილდებით და კბილთა ღრჭენით ვითმენთ ნაც-მავნებლებისგან ამდენ შეურაცხყოფას, ეკლესიაზე თავდასხმებს, ცილისწამებას, თავხედობას, მუქარებს! ჩვენს ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს ვუფრთხილდებით, არ გვინდა რომ აირიოს ეს ძლივს დამშვიდებული ქვეყანა და იცოდეს ყველამ გუბაზებმა, აკიებმა და კიკუებმა - თქვენ არევაზე კი არა, იმაზე უნდა ოცნებობდეთ რომ არ არიოს, თორემ მერე რას აპირებთ?! სად გაიქცევით?! რომელ სოროში დაიმალებით?! მერე თქვენი პატრონი საელჩოები ვეღარ გიშველიან!!!“- წერს შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი