ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია საზოგადოების ინფორმირება და სიმართლის მიწოდება - არ დაუჯეროთ რადიკალი „ნაციონალების“ პოლულისტურ მესიჯებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
627 10 თებერვალი 2023, 23:28
უკრაინის ომში არსებული სიტუაცია პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან. შესაბამისად, თუ რუსეთს ომში ექნება უპირატესობა, ჩვენი ქვეყნის რისკები კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

 ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია და მისი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, სწორად მოქმედებენ, ვინაიდან, საზოგადოების ინფორმირება და მისთვის სიმართლის თქმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

 „აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია საზოგადოების ინფორმირება და სიმართლის მიწოდება. არ დაუჯეროთ რადიკალი ნაციონალების პოლულისტურ მესიჯებს. ძალიან სწორედ და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს ირაკლი კობახიძეც და მმართველი გუნდიც,“ - აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი. 

 მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, პოპულისტური განცხადებებით ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ აშშ-ის დაზვერვის და უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული მონაცემები, პრორუსულ ნარატივად წარმოაჩინოს. 

 „უკრაინის ომში არსებული სიტუაცია პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან. შესაბამისად, თუ რუსეთს ომში ექნება უპირატესობა, ჩვენი ქვეყნის რისკები კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია საზოგადოების ინფორმირება და სიმართლის მიწოდება. არ დაუჯეროთ რადიკალი ნაციონალების პოლულისტურ მესიჯებს. ძალიან სწორედ და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს ირაკლი კობახიძეც და მმართველი გუნდიც. საზოგადოების აღჭურვა სიმართლით არის ერთადერთი გზა, რომ გავაცნობიეროთ რისკები და არსებული მოცემულობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეილება აქ ვინმე რუსეთს ქომაგობდეს, როდესაც მისი თეორიული წარმატების შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში საფრთხეების და ომში ჩათრევის სურვილი გაასმაგდება? დიახ, უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. დაბოლოს, იმას, რასაც საუბრობს ამერიკის დაზვერვა და უკრაინის გენშტაბი, საქართველოში ვერ გასაღდება პრორუსულ ნარატივად!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი