ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარებზე: რეზოლუციით გვეუბნებიან რა სასამართლო რის სასამართლო, ჩვენ გვინდა და გაუშვითო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
561 16 თებერვალი 2023, 11:21
რეზოლუციით გვეუბნებიან სულ არ გვაინტერესებს სააკაშვილი, რომელიც შემოიპარა-შემოაგზავნეს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დასამხობად, რომელიც რეალურად არც მომაკვდავი და არც ავადმყოფია, ჩვენი გვინდა და გაუშვითო?!“- ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი საბჭოური მეთოდების გამო ჩნდება საზოგადოებაში სხვა განწყობები, და უნდობლობა ევროპის და ზოგადად დასავლეთის მიმართ.

„ევროპარლამენტის „ახალი“ რეზოლუცია, თავის არსითა და შინაარსით მართლაც მოგაგონებს საბჭოთა კავშირს, იმ სახელმწიფოს დიქტატს, რომელიც გეუბნებოდა 15 სუვერენული რესპუბლიკა კი ხართ ჩვენს შემადგენლობაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ  მოსკოვია თქვენი უფროსიც და ცხოვრების წესის დამდგენელიცო. სხვანაირად როგორ უნდა გაიგოთ:   რეზოლუციით გვეუბნებიან სულ არ გვაინტერესებს სააკაშვილი, რომელიც შემოიპარა-შემოაგზავნეს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დასამხობად, რომელიც მსჯავრდადებულია, და პლუს კიდევ მიმდინარეობს საქმეების სამართალწარმოება, რომელიც რეალურად არც მომაკვდავი და არც ავადმყოფია, ჩვენი გვინდა და გაუშვითო?! რა სასამართლო რის სასამართლო, აი, ჩვენ გვინდა და გაუშვითო! ბიძინა ივანიშვილი, რახან სასტიკ უარზეა, პოლიტიკაში არ ბრუნდება,  საქართველოც მეორე ფრონტს არ ხსნის რუსეთის წინააღმდეგ, ამის გამო ჯერ შვეიცარიის ბანკის მეშვეობით უნდა დავსაჯოთ, თუ ესეც ვერ „ შეიგნო“ მაშინ სანქციები უნდა დავუწესოთო! რა ჰქვია ამას ქვეყნის სუვერენიტეტზე შეტევა ევროპარლამენტის ეგიდით? ბარემ ენაც ჩამოგვართვან, თორემ ჩვენს მართლმადიდებელ რელიგიაზე შეტევა დიდი ხანია  მიმდინარეობს! 
სწორედ ასეთი საბჭოური მეთოდების გამო ჩნდება საზოგადოებაში სხვა განწყობები, და უნდობლობა ევროპის, და ზოგადად დასავლეთის მიმართ. სწორედ ამის გამო იძახის ხალხი ასეთი ევროპა არ გვინდაო...ბრავო ევროპარლამენტს, თქვენ მოახერხეთ ჩვენი ევროპის მიმართ დამოკიდებულებაში  მცირე, მაგრამ მაინც ბზარის შეტანა, და რის და ვის საფასურად-თაღლითი სააკაშვილის? უკრაინაში დაუსრულებელი ომის საფასურად? 
მარტივად გეტყვით, არაფერი არ გამოგივათ, რეზოლუცია  სამარცხვინო ქაღალდად დაგრჩებათ, ჩვენი კი ჩვენს გზას გავაგრძელებთ, იმ გზას რომელიც არც საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნებს, სულ ერთია რუსული იქნება თუ ევროპული!“- წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი