ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: ჯერ რეზოლუციაზე ხელმოწერით და შემდეგ გენშტაბის უფროსის პირით საზოგადოებას ფაქტობრივად უთხრეს, რომ ომი მათ დაიწყეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
628 17 თებერვალი 2023, 12:52
ზაზა შათირიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ, ნაცმოძრაობის რეჟიმის ორი უმძიმესი და მოღალატეობრივი ფაქტი გამახსენდა. პირველი - ომიდან რამდენიმე კვირაში მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც საკუთარ ქვეყანას და სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს - "თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა" (ევროსაბჭოს #1633 რეზოლუცია, მუხლი 5)“. დიდხანს მალავდნენ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერას, მაგრამ როგორც მათი საყვარელი, ბიუჯეტის ვირთხა უგულავა ციტირებს ხოლმე, „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“. ბევრჯერ სცადეს ამ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმოწერის გამართლება, ხან კომპრომისით, ხან რუსეთზე ოკუპანტის იარლიყით, მაგრამ უარეს ჩიხში შევიდნენ. მეორე და მთავარი - ეს ვიდეო ამოღებულია სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული პროპაგანდისტული ფილმიდან აგვისტოს ომის შესახებ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გოგავა უმძიმეს აღიარებას მშვიდად ყვება კამერების წინაშე - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, დიდხანს მალავდნენ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერას, მაგრამ როგორც მათი საყვარელი, ბიუჯეტის ვირთხა უგულავა ციტირებს ხოლმე, „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“.

„ზაზა შათირიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ, ნაცმოძრაობის რეჟიმის ორი უმძიმესი და მოღალატეობრივი ფაქტი გამახსენდა. 
პირველი - ომიდან რამდენიმე კვირაში მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც საკუთარ ქვეყანას და სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს - "თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა" (ევროსაბჭოს #1633 რეზოლუცია, მუხლი 5)“
დიდხანს მალავდნენ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერას, მაგრამ როგორც მათი საყვარელი, ბიუჯეტის ვირთხა უგულავა ციტირებს ხოლმე, „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“. ბევრჯერ სცადეს ამ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმოწერის გამართლება, ხან კომპრომისით, ხან რუსეთზე ოკუპანტის იარლიყით, მაგრამ უარეს ჩიხში შევიდნენ. 
მეორე და მთავარი - ეს ვიდეო ამოღებულია სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული პროპაგანდისტული ფილმიდან აგვისტოს ომის შესახებ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გოგავა უმძიმეს აღიარებას მშვიდად ყვება კამერების წინაშე. ის ამბობს, რომ სწრაფად უნდა დაეკავებინათ პოზიციები ცხინვალის რეგიონში, რადგან იყო ეჭვი იმისა, რომ რუსეთი სამხედრო ოპერაციას ასევე სამხედრო ძალით უპასუხებდა. 
ანუ რა გამოდის, ომის პარტიის პროპაგანდა თან ყველას მოღალატის იარლიყს აკრავდა, ვინც გაბედავდა და სიმართლესთან მიახლოებულს იტყოდა ნაცების დამღუპველი ქმედებების შესახებ, ხოლო თავად ჯერ რეზოლუციაზე ხელმოწერით და შემდეგ გენშტაბის უფროსის პირით საზოგადოებას ფაქტობრივად უთხრეს, რომ ომი მათ დაიწყეს. ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება მათ ლეგიტიმური უფლება ჰქონდეთ, რომ ისევ პოლიტიკაში იყვნენ???“ - წერს 
ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი