ლევან ნიკოლეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პარტიულ მიტინგებს უკრაინის და ევროკავშირის საფარით ფუთავენ, იმედი აქვთ, რომ ხალხი ამ ანკესზე წამოეგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
712 18 თებერვალი 2023, 13:53

ჩაძირული ნაციონალური მოძრაობა და მისი გოიმი „ლიდერი“, კეზერაშვილის ხაბეიშვილი ვირეშმაკობენ - აქციებისთვის ემზადებიან და ამ აქციებს უკრაინის და ევროპის „ატრიბუტიკით“ ფუთავენ. რამდენიმე დღის წინ რაღაც ვიდეო კადრები გაავრცელეს, აქაოდა სამზადისი გვაქვსო. დააკვირდით ამ ფოტოს, დაამზადეს ბანერი, რომელზეც უკრაინის და ევროკავშირის დროშები ამობეჭდეს და ხალხს „აბოლებენ“, ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდეთო - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი არაფერია, თუ არა აქციების ჩავარდნის პანიკური შიში.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე მათივე მხარდამჭერები არ დადიან, რადგან „უტყდებათ“კრიმინალების და გოიმების გვერდზე დგომა, ამიტომ გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ვირეშმაკობა და უკრაინისა და ევროკავშირის თემით მანიპულირება.

„ჩაძირული ნაციონალური მოძრაობა და მისი გოიმი „ლიდერი“, კეზერაშვილის ხაბეიშვილი ვირეშმაკობენ - აქციებისთვის ემზადებიან და ამ აქციებს უკრაინის და ევროპის „ატრიბუტიკით“ ფუთავენ. რამდენიმე დღის წინ მათ რაღაც ვიდეო კადრები გაავრცელეს, აქაოდა სამზადისი გვაქვსო. დააკვირდით ამ ფოტოს, დაამზადეს ბანერი, რომელზეც უკრაინის და ევროკავშირის დროშები ამობეჭდეს და ხალხს „აბოლებენ“, ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდეთო. ეს ნაბიჯი არაფერია, თუ არა პანიკური შიში აქციების ჩავარდნის. ზუსტად იციან, რომ მათ აქციაზე არათუ საზოგადოება, მათივე აქტივი არ დადის, რადგან მაგრად „უტყდებათ“ კრიმინალების და გოიმების გვერდით დგომა. ვანო, კეზერა, შაშკინი, ხაბე და მისთანა დამნაშავეები საკუთარ ათიოდე მომხრესაც ვეღარ კრებენ. ამიტომ გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ვირეშმაკობა და უკრაინისა და ევროკავშირის თემით მანიპულირება. პარტიულ მიტინგებს სწორედ უკრაინის და ევროკავშირის საფარით ფუთავენ და იმედი აქვთ, რომ ხალხი ამ ანკესზე წამოეგება...“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი