მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმემილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
693 18 თებერვალი 2023, 15:10

დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული და დემოკრატიული, როგორც არასდროს და ამას საფუძველი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა.

„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული და დემოკრატიული, როგორც არასდროს და ამას საფუძველი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-აღდგენა, ინტელიგენციაზე და კულტურის სფეროს მოღვაწეებზე ზრუნვა, ქართული ბუნების მოფრთხილება და მისი მრავალი სხვა საქველმოქმედო საქმე. ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“, - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი