ოდილ რენო ბასო: საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 18 თებერვალი 2023, 16:20
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ოდილ რენო ბასო აღნიშნავს, EBRD-ს საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.

„საქართველოში დღეის მდგომარეობით 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული, რომლის 80 პროცენტი კერძო სექტორშია კონცენტრირებული.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.

ამდენად, სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა აქ, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში“,- წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოდილ რენო ბასო
.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი