როდესაც პროვინციელ დიქტატორს და ტირანს „ქართული დემოკრატიის მამად“ გვასაღებ, რომელსაც თურმე აქ უმოწყალოდ აწამებენ, გაჭირდება ურთიერთგაგება და მეგობრობა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
606 22 თებერვალი 2023, 16:14

როდესაც პროვინციელ დიქტატორს და ტირანს „ქართული დემოკრატიის მამად“ გვასაღებ, რომელსაც თურმე აქ უმოწყალოდ აწამებენ, და საერთოდ როდესაც გვაიძულებ დავიჯეროთ, რომ შავი თეთრია და 2х2=5, გაჭირდება ურთიერთგაგება და მეგობრობა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, რითაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკავშირის სტრუქტურებში ბოლო დროს მომძალავრებული კორუფციული სკანდალები იწვევს კითხვებს ყველა თაობის წარმომადგენლებში.

„ამასწინათ ჩემმა ფბ-მეგობარმა მისაყვედურა შენი პოსტებით ანტი-ევროპულ განწყობებს აღვივებო, თანაც კანდიდატის სტატუსი შემახსენა და ა.შ. რაღაც ეროვნული ფსიქოზის ნიშნები შეიძინა ამ სტატუსის მიღებამ და დააკვირდით, რა სატყუარას უგდებენ ხალხს შინნაზარდი ფსევდო ევრო-პროპაგანდისტები - პენსია და ხელფასი გექნებათ ამდენი და ამდენი და ა.შ. ანუ კვლავ მუქთამჭამელობისკენ უბიძგებენ, რადგანაც ის პენსია და ხელფასი ხომ არა ჩვენი, არამედ ევროპული ეკონომიკის და მათი გადამხდელების ხარჯზე ექნებათ, თუ ექნებათ. ამიტომაც საზოგადოებაში მატულობს ევროსკეპტიკური განწყობები, საჯარო სივრცეში კი ბევრი ვერ ბედავს მათ გამოხატვას, რომ მერე ბულინგის ობიექტი არ გახდეს. თუმცა, არიან ხალხი ვინც ამას აკეთებს და არ ეშინია.

ევროკავშირის სტრუქტურებში ბოლო დროს მოხშირებულ-მომძალავრებული კორუფციული სკანდალები თან უმაღლეს დონეზე, ტრადიციული ევროპული ფასეულობების შეუბრალებელი ნგრევა ევროპელებისვე ხელით, ბუნებრივია ჩვენთანაც იწვევს კითხვებს ყველა თაობის წარმომადგენლებში და ვფიქრობ ეს კითხვარი სულ უფრო და უფრო გაიზრდება.

როდესაც ევროპელები გვეუბნებიან, ჩვენი თამაშის წესებით თუ არა ითამაშე, არაფერს მიიღებ და ა.შ. მაშინ დაგვანახეთ და დაგვარწმუნეთ რომ ეს სამართლიანი თამაშის წესებია. როდესაც პროვინციელ დიქტატორს და ტირანს „ქართული დემოკრატიის მამად“ გვასაღებ, რომელსაც თურმე აქ უმოწყალოდ აწამებენ, და საერთოდ როდესაც გვაიძულებ დავიჯეროთ, რომ შავი თეთრია და 2х2=5, გაჭირდება ურთიერთგაგება და მეგობრობა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს“ - წერს ანჯაფარიძე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი