ნინო ფოჩხუა: როცა თითქმის მივაღწიეთ საწადელ მიზანს, დაგვხვდა რა, სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი გახვეული უპრეცედენტო კორუფციაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
637 22 თებერვალი 2023, 16:33

ახლა, როცა თითქმის მივაღწიეთ საწადელ მიზანს, მივუახლოვდით სანატრელ ოცნებას დაგვხვდა რა, სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი გახვეული უპრეცედენტო კორუფციაში, სადაც დღე არ გავა, რომ არ ამხილონ როგორც რიგითი, ისე უმაღლესი თანამდებობის პირები, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

ექსპერტი იზიარებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მოსაზრებას და აღნიშნავს, ევროკავშირს მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ელოდება, ამიტომ აუცილებელია სტერეოტიპებისგან განთავისუფლება.

„ნუთუ ამისთვის ვიბრძოდით 30 წელი, მივისწრაფოდით ევროინტეგრაციისკენ, სადაც ქრისტიანული ტრადიციები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და განვითარებული ეკონომიკა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული? და ახლა, როცა თითქმის მივაღწიეთ საწადელ მიზანს, მივუახლოვდით სანატრელ ოცნებას დაგვხვდა რა, სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი გახვეული უპრეცედენტო კორუფციაში, სადაც დღე არ გავა, რომ არ ამხილონ როგორც რიგითი, ისე უმაღლესი თანამდებობის პირები, ცენზურა ევროპულ მედიაში, ივანიშვილის ქეისიც ამას მოწმობს, ქრისტიანულ ფასეულობებთან ბრძოლა, მასობრივი მიგრაცია, ეროვნული იდენტობის მოშლა, ეკონომიკის სტაგნაცია და ა.შ. ამაში კი რამდენიმე ამერიკული ოჯახის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესია.

არაერთხელ მოგვისმენია ზაზა შათირიშვილისგან რომ ამერიკას და ევროპას რამდენიმე ოჯახი მართავს, რომლებსაც კოლონიზირებული აქვთ ევროპის პოლიტიკაც, ეკონომიკაც და კორუფციასაც ისინი მართავენ, რაშიც ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინერიც ფიგურირებს, რასაც მედიაში გავრცელებული სტატია მოწმობს "ფაიზერის" კორუფციული ქეისის შესახებ.
ზემოთ ნახსენები ამერიკული ოლიგარქიული ოჯახები ნგრევაშიც და შენებაშიც შოულობენ ფულს. ერთერთი ასეთი კომპანია "ბლექროკი" გარდა იმისა, რომ ყველაზე დიდ აქტივებს ფლობს სამხედრო ინდუსტრიაში და დიდ მოგებას ნახულობს რუსეთ-უკრაინის ომში, ამავე დროს ზელენსკისთან გაფორმებული აქვს მემორანდუმი უკრაინის აღდგენის პროცესში, ფინანსებს ის გაუწევს მენეჯმენტს) ევროკავშირს მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ელოდება, ამიტომ აუცილებელია სტერეოტიპებისგან განთავისუფლება.

ევროინტეგრაციისკენ სვლამ ჩვენი იდენტობა და საბოლოო განადგურება არ უნდა გამოიწვიოს!“- წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი