მაშინ როცა, ნაწამები, ციმბირის კარცერის ე.წ ლაგერში ნაშიმშილარი მერაბ კოსტავა 36 კილოს იწონიდა, ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ლენინზე ქმნიდა პათეტიკურ ნაწარმოებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
743 27 თებერვალი 2023, 11:28
მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა "ვერტუხაების" მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით - ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს: "ლენინს" - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული - რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც "სიტყვასა შინა ცრუობით": "ჩემი დახატული არ არისო".


„მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა "ვერტუხაების" მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით - ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს: "ლენინს". 
რამხელა სიღრმისეული ძალაა აღბეჭდილი ბელადის პორტრეტში, როგორი იდეოლოგიური გადაღლა იმჩნევა ვლადიმერ ილიას ძეს პარტიულ მეგობრებში - რომლებსაც წინ ათასობით მღვდელი ჰყავთ დასახვრეტი, ათობით ათასობით ეკლესია - ასაფეთქებელი, ასობით ათასობით მშრომელი გლეხი - გასაკულაკებელი, ტაო-კლარჯეთი - საქართველოდან მოსაწყვეტი და მერაბ კოსტავას მწამებლების ახალი თაობების აღზრდა. 
უამრავი და მრავალფეროვანი საქართველოს მტერი ამაოდ ცდილობდა ეკლესია-მონასტრებიდან სვანეთის მთებსა და მღვიმეებში გატანილი საგანძურისა და სიწმინდეებით დაუფლებას. არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული - რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც "სიტყვასა შინა ცრუობით": "ჩემი დახატული არ არისო". არა, გია! ამ სასწაულ შედევრს საქართველოში შენს გარდა ვინმე შექმნიდა?“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი