წესით ევროდეპუტატები უნდა მოუწოდებდნენ ჩვენს „ენჯეოებს“, იყვნენ მეტად გამჭვირვალეები - მეტიც, თავად უნდა ეთქვათ, თქვენც უნდა მიიღოთ ასეთი კანონიო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
533 03 მარტი 2023, 18:44
დღეს გავრცელდა პოლონელ დეპუტატ კარჩინსკის ინტერვიუ, რომელშიც ის ძალიან სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ხმაურიან კორუფციულ სკანდალში, შესაძლოა ჩართული აღმოჩნდეს 100-მდე ევროდეპუტატი. წარმოგიდგენიათ მასშტაბები?! როგორ ფიქრობთ, კატარის ჩემპიონატის გარდა სხვა კორუფციული გარიგებები და სქემები არ არსებობს?! - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით,  დაკანონებულ ლობიზმს არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის, ვიდრე კორუფციას, ვინაიდან, კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამტარებელია. ამირან სალუქვაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალეობას საქართველოში, მაშინ, როდესაც დასავლეთში აუცილებელ სტანდარტად ითვლება. 


„ევროპარლამენტს, შესაძლოა, იმაზე დიდი გამოცდა ელოდეს, ვიდრე მათ ან ვინმეს წარმოუდგენია. დასავლურ მედიაში კატარის ჩემპიონატთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი რჩება ერთ-ერთ მთავარ და ცხელ თემად.
ისე, ევროსაბჭოს საერთოდ არ სჭირდება ევროპარლამენტი. ეს ისე...
დღეს გავრცელდა პოლონელ დეპუტატ კარჩინსკის ინტერვიუ, რომელშიც ის ძალიან სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი განცხადებით, ხმაურიან კორუფციულ სკანდალში, შესაძლოა ჩართული აღმოჩნდეს 100-მდე ევროდეპუტატი.
წარმოგიდგენიათ მასშტაბები?! როგორ ფიქრობთ, კატარის ჩემპიონატის გარდა სხვა კორუფციული გარიგებები და სქემები არ არსებობს?! 
ლობიზმსა და კორუფციას შორის ძალიან მკრთალი ზღვარია. დაკანონებული და მოწესრიგებული ლობიზმიც აზიანებს საზოგადოებას, რადგან კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებიან.
კატარის მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გამოიწვია სახალხო პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა , რათა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარონ ყოველმხრივი ფინანსური შემოწმება ევროპული გამჭვირვალეობის ფინანსურ რეესტრში.
საკვირველია ჩვენთან რატომ ეწინააღმდეგებიან მსგავს კანონს. არათუ ეწინააღმდეგებიან, გააფთრებულ განცხადებებს აკეთებენ.
მესმის, სათაურთან, აგენტის ცნებასთან დაკავშირებით, რაღამც ასეთ დისკომფორტს იწვევს, იმსჯელონ და შეთანხმდნენ. მაგრამ გამჭვირვალეობას აქ რატომ ეწინააღმდეგებიან, როცა დასავლეთში აუცილებელი სტანდარტია?
ასოცირების შეთანხმებით ასობით საკანონმდებლო ცვლილება ან რეგულაციები განვახორციელეთ. პროცესი დღემდე გრძელდება. შესაბამისად, თუ თავად იღებენ გამჭვირვალეობის შესახებ კანონს, ჩვენც ხომ იგივე სტანდარტებზე უნდა გადავიდეთ?
წესით ევროდეპები უნდა მოუწოდებდნენ ჩვენს ენჯეოებს იყვნენ მეტად გამჭვირვალეები. მეტიც, თავად უნდა ეთქვათ თქვენც უნდა მიიღოთო ასეთი კანონიო და მე-13 პუნქტად უნდა დაემატებინათ, რადგან თუ მათ აქვთ, ჩვენც ხომ იგივე სტანდარტებზე გადავდივართ?!
ეს ისე. მოკლედ, კატარის სკანდალი გრძელდება. აქ კიდევ ერთი პარალელია. ევროპარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც კატარის საქმეზე დააკავეს, ერთი დღე-ღამე გაყინულ კამერაში ჰყავდათ.მას 2 წლის შვილი ჰყავს და შეხვედრის საშუალებას თითქმის არ აძლევენ.
ახლა შეადარეთ რა საქმეების გამოა სააკაშვილი გასამართლებული, ან ბრალდებული და რას ედავებიან კაილის? კილექტიური კუბილიუსები სააკაშვილის გამო დღე და ღამე ინტერვიუებს რომ იძლევიან, იქნებ მათ ევროდეპუტატს მიხედონ?!
ეს ხომ ეჭვს ჰბადებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ მათ სააკაშვილთან, წლების წინ, და რამდენად კორუმპირებულებიი იყვნენ სააკაშვილი და მისი გარემოცვა და რა მეთოდებით მოწმედებდნენ.
ასეთი სუბიექტები, კოლექტიურ ნაცმოძრაობა და მისი ევრომოკავშირეები, მათი ქმედებებით, მათი დამოკიდებულებით ქართველი ხალხის აზრის მიმართ, ეწევიან ანტი-დასავლურ საქმიანობას და ევროპის დისკრედიღაციას ახდენენ.
არაუშავს, გადავლახავთ ყველაფერს...“ - წერს ამირან სალუქვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი