არ და ვერ გამოვა ყალბი აჟიოტაჟის გამოწვევა ჩვენ ქვეყანაში, არ და ვერ იქცევა აგენტების ამერიკული კანონი პროტესტის გამომწვევი, რადგან ამაში ცუდი არაფერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
541 07 მარტი 2023, 15:35

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი „ევროპის სახალხო პარტია“, ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის ანალოგის მიღების ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების და მესამე ქვეყნების აქტორების გავლენებისა და საქმიანობის მონიტორინგში ცუდი რომ არაფერია, აღნიშნული ფაქტიც მეტყველებს.

„არ და ვერ გამოვა ყალბი აჟიოტაჟის გამოწვევა ჩვენ ქვეყანაში. არ და ვერ იქცევა აგენტების ამერიკული კანონი პროტესტის გამომწვევი, რადგან ამაში ცუდი არაფერია. და ის ფაქტი, რომ ამერიკულ კანონს ევროპარლამენტში სწორედ ნაცმოძრაობის ლობისტი "ევროპის სახალხო პარტია" აინიცირებს, სწორედ ამაზე მეტყველებს!!!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი