ლევან ლორთქიფანიძე: ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
598 09 მარტი 2023, 00:23
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის ყურადღებას ამახვილებს გიორგი ვაშაძის ქმედებებზე, რომელმაც, აქციის მონაწილეებს პარლამენტის ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა. 

როგორც ლორთქიფანიძე წერს, იმ დროს, როდესაც შეკრებილი ადამიანები ბეწვის ხიდზე დგანან, ვაშაძეს ელემენტარული პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ასევე ითხოვს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევას, რათა ქვეყანაში მღელვარება აღარ იყოს. 

 „ამ კანონპროექტის ავტორები, ინიციატორები, მხარდამჭერები და პოპულარიზატორები საქართველოს გაუბედურების ხელმოწერნი, მილიონობით ადამიანის ნერვების დამთხრელნი და სიმშვიდის დამრღვევნი ხართ !!! ამად გიღირდათ, ეს არსაიდან მოსული და მოჩმახული ინიციატივა ?!!! სამარცხვინოებო! პარალელურად კი, ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის. ელემენტარული პასუხისმგებლობა ხომ უნდა გქონდეს, როდესაც ბეწვის ხიდზე დგას ამდენი ადამიანი! გაიწვიეთ კანონპროექტი !!!“ - წერს ლევან ლორთქიფანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი