არანაირი მშვიდობიანი აქცია - გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
635 09 მარტი 2023, 00:55

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის დარბევისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, როდესაც ხალხმა დაიწყო დაშლა, შემდეგ როგორც ჩანს მიღებული იქნა დირექტივა აქციის რადიკალიზაციაზე.

„არანაირი მშვიდობიანი აქცია, არანაირი "კონსტიტუციური ჩარჩოები" - გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას. ისმის შეძახილები: "ამაღამ უნდა ავიღოთ შენობა, ვინაიდან ხალხს ვერ შევინარჩუნებთ!". ხალხმა რეალურად დაიწყო დაშლა, რის შემდეგ როგორც ჩანს მიღებული იქნა დირექტივა აქციის რადიკალიზაციაზე. დღეს უნდა გაწყდეს იქ, სადაცა ვიწროა. თორემ "გაწყდება" საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთმინების ვალდებულება.“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი