„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა კარტი დარიგდა და გაკვირვებულები არიან, „კოზირი“ მაინც „ქართული ოცნების“ ხელთ რომ აღმოჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
486 12 მარტი 2023, 14:06

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა კარტი დარიგდა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ომს არ დაუშვებს.

„ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ახალი ხელისუფლება (მათი სახით) დაიწყებს ომს რუსეთთან! შეხედეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა კარტი დარიგდა და გაკვირვებულები არიან, „კოზირი“ მაინც „ქართული ოცნების“ ხელთ რომ აღმოჩნდა... „ქართული ოცნება“ არის ჰუმანური, ადამიანის ინტერესებზე მორგებული მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება და ის ამ ქვეყანაში ომს არ დაუშვებს!“- წერს მეგრელიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი