ზურაბ ქადაგიძე მერაბიშვილის განცხადებაზე: ახლა ერთი შანსიღაა დარჩენილი - საზოგადოებრივ მუხტს რამენაირად „მოასკუპდნენ“ რადიკალი პოლიტიკოსები და ღია კონფრონტაციულ პოლიტიკურ პროცესებში შევიდნენ - საქმეში ჩაერთო უსისხლო, უსამშობლო, ორი გვამის ავტორი მერაბიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
522 12 მარტი 2023, 18:54
„ხალხის ძალის“ წევრი  ზურაბ ქადაგიძე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის  ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  

 „მერაბიშვილი სააკაშვილის საქართველოში შემოპარების ერთი-ერთი ინიციატორია. ის უწევდა კოორდინაციას უკრაინის მაღალჩინოსნებთან და გლობალური ომის პარტიასთან ერთად „მიშას ფაქტორის“ გამოყენებას ჯერ დესტაბილიზაციისთვის, ხოლო შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის წარმოების, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მიშამ ვერ იმუშავა და სწორედ აქედან იწყება ახალი, ანტი-სახელმწიფოებრივი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ჩვენ ქვეყანას ხან „შავი ხვრელები“, ხან საერთაშორისო დანაშაულები და ხანაც ოკუპანტთან ღია თანამშრომლობა დააბრალეს. ამ კამპანიაში ყველას თავისი როლი ჰქონდა, დაწყებული უკრაინის მთავრობით, გაგრძელებული ევროდეპუტატებით და დამთავრებული ამერიკელი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნებით. 

 საქართველოს მთავრობამ და ქართულმა საზოგადოებამ გაუძლო ზემოხსენებულ ზეწოლას და არ აჰყვა პროვოკაციას. ჩრდილოვანი „ნარატივები“ და კულისებიდან პროცესების მართვა ვერავინ შეძლო საქართველოში, ამიტომ დრო მოვიდა ღია, სპეკულაციური და ინსინუაციური კამპანიის წარმოების. უკრაინა გაყოფის ზღვარზეა,სადაც ზელენსკის და მისი გლობალური ომის პარტიის ფილიალ მთავრობის ბედი, იმაზე უარესადაა ვიდრე სააკაშვილის. 

 ამიტომაც, გლობალური ომის პარტიამ რომ არ დაკარგოს საყრდენი საქართველოშიც, საჭიროა რადიკალიზაციის ისეთი მასშტაბის შექმნა, რომ ქვეყანაში რყევები გამოიწვიოს. სწორედ ასეთი მცდელობა იყო რამდენიმე დღის წინ - კანონპროექტთან დაკავშირებით აგორებული კამპანია, სადაც შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, „სასარგებლო იდიოტი“ ლექტორები და რადიკალი პოლიტიკოსები, ერთად დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, თუმცა „მაიდანი“ ვერ შედგა. პასუხისმგებლიანი „ხალხის ძალისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ სწორი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების გამო, როცა კანონპროექტის უკან გაწვევა მოხდა, დესტაბილიზაციის საფრთხე ავტომატურად განეიტრალდა. 

 ახლა ერთი შანსიღაა დარჩენილი, ამ საზოგადოებრივ მუხტს რამენაირად „მოასკუპდნენ“ რადიკალი პოლიტიკოსები და ღია კონფრონტაციულ პოლიტიკურ პროცესებში შევიდნენ. ასეთი „ძლიერი“ აქტორები რომ არ ჰყავს ჩვენს ოპოზიციას, ხომ ცხადია და ამიტომაც, საქმეში ჩაერთო უსისხლო, უსამშობლო, ორი გვამის ავტორი მერაბიშვილი. დღევანდელი მისი განცხადება, პირდაპირი სიგნალია ყველასთვის, რომ ერთი, ბოლო პოლიტიკური პროცესების უკან იდგა მერაბიშვილი და სწორედ ის უწევდა კოორდინაციას... და მეორე, მას შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, სადაც გვამი, სისხლი და ფატალური შედეგები ჩვეულებრივი მოვლენაა! ამიტომ, თუკი ეძებთ „ძლიერ“, დესპოტ, უსისხლო ლიდერს,რომელსაც პასუხისმგებლობა შეუძლია აიღოს, ა, ბატონო, ვანო მერაბიშვილიც გამოჩნდა!“  - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში
გია აბაშიძე „ტვ პირველს“: როდესაც აიათოლას აი თოლიასგან ვერ არჩევ, როდესაც ქალაქის სახელი და სასულიერო პირის რანგირება არ იცი - როგორ შეიძლება ნორმალურად მომიყვე გეოპოლიტიკური ამბები?
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
არქივი