პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
527 13 მარტი 2023, 14:05

 პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში, - ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.

იგი საზოგადოებას პრემიერის მიერ სტუდენტებთან მიმართებაში გაკეთებულ მის განცხადებას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

„პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სტუდენტებთან მიმართებაში გაკეთებულ მის განცხადებას: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც იყო, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას, მაგრამ მე არ მინდა და არ მსურს, მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები, ჩვენი დები და ძმები არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებით თუ უნებლიეთ ჩართულნი.“

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ შეიყვანონ შეცდომაში ახალგაზრდები. ამას გარდა, გუშინდელი ინტერვიუდან კიდევ ბევრი ფეიკი გავრცელდა, რომლის მიზანი ისევ და ისევ, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - წერს გიორგობიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი