მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე, როგორც ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემკენ და ჩემი კოლეგებისკენ დიდი ტალახი ისროლეს - მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ძლიერია და სამუშაო ბევრია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
614 21 მარტი 2023, 00:04
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართულებით ძალიან დიდი ტალახი ისროლეს. აგრესია მიმართული იყო ასევე ჩვენი ოჯახის წევრებისკენ. თუმცა შეგვიძლია, ამ ყველაფერს დადებითი კუთხითაც შევხედოთ - ამან დაგვანახა, რომ მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ძლიერია, ამიტომ კარგი ანალიზი და სერიოზული მუშაობაა საჭირო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ, „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მან და მისმა თანამოაზრეებმა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღეს საზოგადოებისგან, თუმცა ამ ყველაფრის დადებით მხარედ მიიჩნევს იმას, რომ განვითარებულმა მოვლენებმა მოწინააღმდეგეთა ძალების სათანადოდ შეფასების საშუალება წარმოშვა.

„ის, რაც ამ დღეებში ვნახეთ, მიუღებელია და ვერანაირად ვერ წაადგება საქართველოს მომავალს… პირადად ჩემთვის განსაკუთრებით რთული იყო საზოგადოების პოზიციის მიღება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართულებით ძალიან დიდი ტალახი ისროლეს. საუბარი არ არის მხოლოდ ჩვენზე, პარლამენტარებზე. აგრესია მიმართული იყო ასევე ჩვენი ოჯახის წევრებისკენ, როგორც უფროსების, ისე ბავშვებისკენაც. ეს ყველაფერი პირდაპირ ფაშიზმს უახლოვდება. თუმცა შეგვიძლია, ამ ყველაფერს დადებითი კუთხითაც შევხედოთ - ამან დაგვანახა, რომ მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ძლიერია, ამიტომ კარგი ანალიზი და სერიოზული მუშაობაა საჭირო.

სიტუაცია გაართულა იმან, რომ ჩვენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ გარედანაც გვებრძოდნენ. თავიდან ყველაფერი გარედან მოწოდებებმა გაამწვავა. ჯერ კანონი ბიუროზეც არ იყო გასული, საკომიტეტო განხილვებიც არ იყო დაწყებული, როცა გარედან ჩვენმა მეგობრებმა ეს კანონპროექტი რუსულად მოიხსენიეს, რასაც მოჰყვა ევროპის საელჩოების განცხადებები და იმ საზოგადოებისთვის, რომელზეც ასე კარგად იმუშავეს, უკვე ძალიან რთული გახდა სიმართლის ახსნა. საკომიტეტო მოსმენებზე კი, რომლებზეც შინაარსობრივად უნდა განგვეხილა კანონპროექტი და პრინციპების დონეზე უნდა შევთანხმებულიყავით, საერთოდ არაფერი განიხილებოდა. იყო მხოლოდ სკანდირება, რომ კანონპროექტი რუსულია, იყო კივილ-წივილი, ჩხუბი, აყალმაყალი და ვერანაირად მოხერხდა საზოგადოებამდე სიმართლის მიწოდება.

გასაგებია, რომ სიტყვა „აგენტი“ საბჭოთა კავშირის ისტორიიდან გამომდინარე ძალიან მძიმე სიტყვაა ნებისმიერი ქართველისთვის. მართალია, თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ ბევრი მიმართულებით გამოიყენება, მაგრამ როგორც ტერმინ „აგენტზე“, ისე კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეზე შესაძლებელი იყო საუბარი, თუმცა ჩვენ ამის საშუალებაც კი არ მოგვეცა. დასაწყისიდანვე გვითხრეს, თქვენთვის ამ კანონის მიღება არ შეიძლებაო. სად არის აქ დემოკრატიის ხარისხი?

ჩემ ირგვლივ არავინ ფიქრობს, რომ საქართველოს განვითარების გზა რუსეთზე გადის. იყო შენი ქვეყნის მხარდამჭერი და შენი ქვეყნის ინტერესებს ატარებდე, არანაირად არ ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხარ. ჩვენ თუ ვაკრიტიკებთ და სიმართლეს ვეუბნებით დასავლელ მეგობრებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს ეს კრიტიკა.

დასავლური კურსი არჩეული და კონსტიტუციაში ჩაწერილია, ვიზალიბერალიზაცია მიღებულია, სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმებულია, ნატოსთან ყველაზე ახლოს ვართ, კანდიდატის სტატუსს ველოდებით, 12 პუნქტს ვასრულებთ… ნუ შეხვალთ იმ ილუზიაში, რომ პროქართულობა დასავლური კურსიდან გადახვევას ნიშნავს. პირიქით, რაც უფრო ღირსეულად მოვიქცევით ქართველები, მით მეტი შანსი გვექნება ამ ოჯახში გაწევრიანების. ჩვენი მიზანია, საქართველო სამშვიდობოს გავიყვანოთ. დიდი ბრძოლაა და რაც უფრო დიდია ბრძოლა, მით უფრო დიდია გამარჯვება! ჩვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა, აქედან გამომდინარე, ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ!“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი